Jump to content
Planeta.Ge

შვილმა გითხრათ რომ ჰომოსექსუალისტია, რას იზავთ


Recommended Posts

  • Replies 50
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

იმედს დავიტოვებდი რომ ნიჭიერი გეია :givi:

 

მაშინ აზრი ექნებოდა ჩემს არსბობას მის ცხოვრებაში. ანუ, ყველანაირად ხელს შევუწყობდი, რომ თავისი ადგილი და ნიშა ეპოვნა საზოგადოებაში..

 

ჰო... რომც არ ყოფილიყო განსაკუთრებულად ნიჭიერი, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა, ყველაფერს ვიზავდი, რომ ჩემ შვილს მიეღო საუკეთესო განათLება, გაზრდილიყო კარგ, დადებით ადამიანად და დანარჩენ ცხოვრებას სულ თავისუფლად მივანდობდი მას :givi:

ნამდვილად. მიუხედავად იმისა რომ გული ჩამწყდებოდა და ჩემზე უბედური ადამიანი ალბათ მეორე არ იქნებოდა დედამიწაზე, ყველაფერს გავაკეთებდი რომ საკუთარი შვილისთვის საუკეთესო მიმეცა ცხოვრებაში. ხელს არ ვკრავდი და არ მოვიძულებდი არცერთ შემთხვევაში! ვისაც შვილი ჰყავს ან ჰყოლია, იცის რა ძლიერია შვილისადმი სიყვარული!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ მაქვს LGBT ხალხტან მეგობრობის პრობლემა,მაგრამ შვილს,ნამდვილად ვერ ავიტანდი

ასე ძნელია,არ მყავს ჯერ შვილი,მაგრამ სავარაუდოდ, ან იმას მოვკლავდი,ან თავს მოვიკლავდი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
რ მაქვს LGBT ხალხტან მეგობრობის პრობლემა,მაგრამ შვილს,ნამდვილად ვერ ავიტანდი

ასე ძნელია,არ მყავს ჯერ შვილი,მაგრამ სავარაუდოდ, ან იმას მოვკლავდი,ან თავს მოვიკლავდი

და ეს ორი წინადადება ერთმანეთის მიყოლებით პარადოქსად არ გეჩვენება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

 

რავიცი,რა გითხრა. ზიზღი არ მაქვს მათ მიმართ,არანაირი

მაგრამ ვერასოდეს ვერ დავა ჩემს გულამდე და გონებამდე,როგორ დაწვება ჩემი ბიჭი ან გოგო თავის სქესის წარმომადგენელთან, გეი მეგობრები არც ეხლა მყავს, ლეზბო კი,ოღონდ მართლა მეგობრები,ყოველგვარი ზღვარს გაცდენის გარეშე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
რავიცი,რა გითხრა. ზიზღი არ მაქვს მათ მიმართ,არანაირი

ზიზრი არ მაქვსო და ზემოთ მოვკლავო ან თავს მოვიკლავო :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

 

ზიზღი და შვილის ცხოვრების წესი ერთობ განსხვავებული მცნებებია

მე თავს ვალდებულად ვთვლი, ჩემი შვილი დავაყენო სწორ გზაზე, ჩავუნერგო ის კაცური ან ქალური(სქესის შესაბამისად) თვისებები რაც მე ჩამინერგა ჩემმა ოჯახმა

ამ შემთხვევაშI თავს ვიგრძნობ დამნაშავედ , სწორედ ამის გამო დავწერე ან მოვკლავ,ან თავს მოვიკლავ თქო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
, ჩავუნერგო ის კაცური ან ქალური(სქესის შესაბამისად) თვისებები რაც მე ჩამინერგა ჩემმა ოჯახმა

ამ შემთხვევაშI თავს ვიგრძნობ დამნაშავედ , სწორედ ამის გამო დავწერე ან მოვკლავ,ან თავს მოვიკლავ თქო

და ესპროცესი თუ ჩანერგვას არ ექვემდებარება მაშინ?

+შენ თუ სხვას, ანუ ამ სემთხვევაში შენს შვილს ვერ ჩაუნერგე, რა მორალური უფლებით მოკლავს? ნაწილობრივ მესმის რომ საკუთარ თავზე აიღო შენიწ წილი დანაშაული, რადგან შენ ეს აღზრდის პრობლემად მიგაჩნია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ესპროცესი თუ ჩანერგვას არ ექვემდებარება მაშინ?

 

არ ვიცი ჭანო,რა გიპასუხო აბა, მართლა არ მყავს ჯერ შვილი და მითუმეტეს (ჯვარი მწერია) არატრადიციული ორიენტაციის მქონე , შვილი რო მეყოლება,უფრო ადვილად გავცემ ამ კითხვაზე პასუხს დარწმუნებული ვარ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზიზღი და შვილის ცხოვრების წესი ერთობ განსხვავებული ცნებებია

ვფიქრობ რომ არა.:)

რადგან, შენი ზუსტი და ადექვატურ დამოკიდებულება სრულად გამოიხატება მაშინ, როცა მოვლენა პირადად შეგეხება.

სხვისა ჭირი-ღობეს ჩხირიო, ნათქვამია.

ნაწილობრივ მესმის რომ საკუთარ თავზე აიღო შენიწ წილი დანაშაული, რადგან შენ ეს აღზრდის პრობლემად მიგაჩნია.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორ აღზრდას. შეიძლება ითქვას -განმსაზღვრელი.

ბავშვები არასწორად იზრდებიან. მშობლები სრულიად გაუთვითცნობიერებლები არიან აღმზრდელობით საკითხებში.

მაგ. იმაში, თუ რა წარმოადგენს ბავშვის ბუნების -სამშვინველის და ფიზიოლოგიის სპეციფიკას 7 წლამდე ასაკში და 7-დან 14წ.ასაკში.

და აღზრდის რა მეთოდები და რა ფორმები უნდა განხორციელდეს. რადგან ბავშვის ემოციები და განცდები, ზნეობრივ-ეთიკური ჩვევები სულ სხვა მიდგომებით და მეთოდებით ყალიბდება 7წ.მდე ასაკში, ხოლო 7-14 სრულიად განსხვავებული კრიტერიუმებით. და ეს უნდა განახორციელოს მშობელმა, რადგან არავის ნდობა არა აქვს ბავშვს ისე, როგორც მშობლის. ის არის მისი უახლოესი.

 

ბავშვზე ზრუნვა არ ნიშნავს მის გამოკვებას,საყოფაცხ.პირობები

თ უზრუნველყოფას და ქართული გაგებით "კარგი განათლების მიცემას."

ბავშვზე ზრუნვა უპირვლესად მის აღზრდაში, აღმზრდელობით მუშაობაში გამოიხატება, რაც არის ძალიან რთული, ყოველწუთიერი პროცესი.

ყველას არ შეუძლია ბავშვის აღზრდა.

არ არის სავალდებული რომ ყველას ჰყავდეს შვილი. რადგან ბავშვის აღზრდა ისეთივე ნიჭია +სათანადო ცოდნა, როგორც, ტქვათ მუსიკის ტალანტი,ან მხატვრობის უნარი.

უფლება ყველას აქვს, მაგრამ მოვალეობის აღება ყველას არ შეუძლია.

Edited by nuaka
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წარმოიდგინეთ, გყავთ შვილ(ებ)ი და ერთ მშვენიერ დღეს, მოდის შვილი თქვენთან, რომელიც არის 18 წლის ან ზემოთ და გაუბნებათ, რომ :) ჰომოსექსუალისტია, რას იზამდით?

 

გამიხარდებოდა რადგანაც ბოლშევიკურ საქართველოში კარიერის გაკეთების საშუალება მიეცემოდა. თავისუფლების ინსტიტუტში მივიყვანდი და აქტივისტად ჩავწერდი. მერე თეასტან ერთად ტელევიზორში გამოვიყვანდი და ქარტული ეკლესიის მავნებლობაზე ვასაუბრებდი და ასე ნაბიჯ ნაბიჯ გავხდიდი პოპულარულს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთ მშვენიერ დღეს, მოდის შვილი თქვენთან, რომელიც არის 18 წლის ან ზემოთ და გაუბნებათ, რომ ჰომოსექსუალისტია, რას იზამდით?

 

ეგ როგორ ერთ მშვენიერ დღეს? მანამდე ვერაფერი ვერ შევატყვე? თუ თვითონ გადაწყვიტა ასე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...