epn.ge Posted March 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/par6-150x150.jpgსახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია სასამართლო რეფორმაზე 7 აპრილის სხდომაზე იმსჯელებს. ამის შესახებ პარლამენტში ,,ქრისტიან-დემოკრატებთან’’ შეხვედრისას კომისიის ხელმძღვანელმა ავთანდილ დემეტრაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კომისიას, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, ხელისუფლების პოზიციის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვს. საკონსტიტუციო კომისიის მდივნის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, კომისიას ამ მიმართულებით სიღრმისეული რეფორმის გატარება სურს და არა ფასადურის. კომისია იმედს გამოთქვამს, რომ სახელისუფლო გუნდის მიდგომები უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება. ხელისუფლების პოზიცია კომისიაში შემუშავებული პროექტის სამუშაო ვარიანტის ერთ დეტალზე უკვე ცნობილია. ხელისუფლება მოსამართლეების ასაკის 30 წლამდე გაზრდის იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამასთან, ცნობილი არ არის, რა მოსაზრება აქვს ხელისუფლებას საკონსტიტუციო კომისიის მიერ საერთო სასამართლოების გადაწყვეტილების გადასინჯვის საკითხზე, ასევე მოსამართლეების კარიერული პრინციპით დანიშვნაზე. კომისიაში მომზადებული პროექტის სამუშაო ვარიანტით, მაღალი ინსტანციის მოსამართლეები გარკვეული გამოცდილების და პრაქტიკის გარეშე, ვერ დაინიშნებიან და ასევე, მოსამართლეების გათავისუფლება მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს. დებულების მიხედვით, საკონსტიტუციო კომისიამ პროექტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება კონსენსუსის გზით, ხმათა 2/3-ით უნდა მიიღოს, შესაბამისად, სახელისუფლო გუნდის მხარდაჭერის გარეშე, კომისიის ხელმძღვანელობის მიერ შემუშავებული პროექტის სამუშაო ვარიანტი ვერ გავა. კომისიაში სულ 56 წევრია. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts