Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - “პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს” ჯგუფი მაფიის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას აპროტესტებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/EPN2-150x130.jpgსაზოგადოებრივი აქციის `პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს” ჯგუფის წევრზე თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” საორგანიზაციო ჯგუფმა აცნობა.

 

 

აქცია `პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს~ ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს არის მოძრაობის დაშინების მცდელობა საწვავის ბიზნესთან დაკავშირებული მაფიის მხრიდან.

 

 

“როგორც სჩანს, ამ სფეროში მუშაობენ არა ცივილიზებული ბიზნესის, არამედ მაფიის პრინციპებით. არ აღმოაჩნდათ რა არანაირი არგუმენტი, საწვავის გაუმართლებლად მაღალი ფასების დასასაბუთებლად, საწვავის ბიზნესის უკან მდგომი მაფია დაშინების მეთოდებზე გადავიდა და ამას გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები და მიმართავენ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, დაიცვას ისინი მაფიური კლანებისგან.

 

 

“ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვანო მერაბიშვილს, დაგვიცავით გათავხედებული მაფიური კლანებისგან, თუ არა და ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ არადემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ყველაფერს მაფიები განაგებენ და ჩვენ შევწყვეტთ ჩვენს მშვიდობიან, სამართლიან აქციას,” – აღნიშნულია საზოგადოებრივი აქციის მონაწილეთა მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.

 

 

`პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს” ჯგუფის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, თბილისში, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩა #14-ში, თავდასხმა მოხდა აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორ გიორგი ვარდიაშვილზე, რომელმაც აღნიშნულის შესახებ დღეს გაავრცელა ინფორმაცია. როცა ვარდიაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან იდგა, მისი მიმართულებით ახლომდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან მოხდა გასროლა მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღით. გიორგი ვარდიაშვილი და მანქანასთან მდგომი მოქალაქეები უვნებლად გადარჩნენ. დაზიანებულია ავტომობილი. მომხდართან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ იქნა საგამოძიებო ჯგუფი.

 

 

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აქცია `პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს~ გაგრძელდება.

 

 

“მისი ორგანიზატორები ვართ ჩვეულებრივი ქართველები, არანარკომანები და არაკრიმინალები, ჩვენ ვერც ნარკოტიკს ჩაგვიდებთ და ვერც იარაღს, ამიტომ არიან შეშფოთებული ქართველი ხალხის გაჭირვებაზე ხელის მოთბობის მოსურნე კლანების წარმომადგენლები. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ხართ კონსტიტუციის გარანტი და არ უნდა დაუშვათ ჩვენი სიცოცხლისა და უფლებების ხელყოფა”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

დღეს, 21:00 საათზე პარლამენტის წინ საზოგადოებრივი აქციის `პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს” ჯგუფის საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...