Jump to content
Planeta.Ge

როგორ დავიცვათ თავი ქართველებმა?


Recommended Posts

კენტის უნივერსიტეტის დოქტორანტს ვასილ რუხაძისეული საქართველოს სამხედრო სტრატეგია:

1. აბსოლუტურად აუცილებელია, რომ საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდლობამ საქართველოს ძირითადი სამხედრო ინფრასტრუქტურა თანდათანობით საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, თურქეთთან ახლოს, კერძოდ, აჭარაში, გურიაში და სამცხე-ჯავახეთის დასავლეთ ნაწილში გადაიტანოს. ეს საშუალებას მისცემს ქართულ ჯარს, განმეორებითი, ძლიერი რუსული შეტევის შემთხვევაში ჩრდილოეთიდან თურქეთისკენ დაიხიოს, ზურგიდან საფრთხის გარეშე ამ მიმართულებით გამაგრდეს და მომარაგების ხაზი სრულად შეინარჩუნოს.

 

2. ქართულმა მთავრობამ ქვეყნის ჩრდილოური საზღვრის გაძლიერების მიზნით განსაკუთრებული აქცენტი უნდა გააკეთოს საქართველოს ჩრდილოეთის, არაოკუპირებული მთიანი რეგიონების, კერძოდ, თუშ-ფშავ-ხევსურეთის, რაჭისა და სვანეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის გაზრდაზე, სახელდობრ:

 

ა) ამ სამივე რეგიონში უნდა დაარსდეს მსუბუქად შეიარაღებული სამთო-მოიერიშე და სამთო-სადესანტო ბატალიონების მცირე სამხედრო ბანაკები, რომლებიც პროფესიონალ ჯარისკაცებთან ერთად ამ რეგიონების ლანდშაფტისა და გეოგრაფიული თავისებურებების კარგად მცოდნე ადგილობრივ მოსახელობასაც გაწვრთნის საბრძოლოდ სამთო პირობებში.

ბ) აღნიშნული სამხედრო ბანაკები სურსათით უნდა მომარაგდეს ადგილობრივ რესურსებზე დაყრდნობით, რაც წაახალისებს მეცხოველეობის და სოფლის მეურნეობის სხვა დარგების განვითარებას ამ რეგიონებში, დაამაგრებს და მოიზიდავს მთიდან ბარად გადასახლებულ ადგილობრივ მოსახლეობას და ხელს შეუწყობს საქართველოს ამ სასაზღვრო კუთხეების გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას და აღორძინებას.

 

3. აუცილებელია, ქართულმა მთავრობამ დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ახალი ალტერნატიული სატრანსპორტო-საკომუნიკაციო მაგისტრალის მშენებლობაზე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის. აგვისტოს ომის დროს რუსულმა არმიამ საქართველოს დასავლეთ-აღმოსავლეთის ავტომაგისტრალის ბლოკირებით ძალიან სწრაფად და ადვილად მოსწყვიტა ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილები ერთმანეთს. რუსეთის მომავალი სამხედრო ინტერვენციის საფრთხის გათვალისწინებით, აბსოლუტურად აუცილებელია, შეიქმნას ახალი ავტომაგისტრალი რუსეთის მიერ ოკუპირებული შიდა ქართლისგან მოშორებით, კერძოდ, სამხრეთში, რომელიც ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და აჭარის გავლით ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს დასავლეთ რეგიონებს დააკავშირებს რუსეთის არმიის სწრაფი შეტევის და თბილისი-გორი-ქუთაისის ავტომაგისტრალის დაკავების შემთხვევაში.

 

4. ქართულმა უმაღლესმა მთავარსარდლობამ უნდა გადააფასოს და გაითვალისწინოს, რომ რუსეთთან კონვენციური ომის წარმოება საარმიო ფორმირებებით, ტანკებით, ავიაციითა და არტილერიით ძნელია მტრის დიდი რიცხობრივი უპირატესობის, ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის გამო. შესაბამისად, აქცენტი უნდა გაკეთდეს ურბანულ და სამთო-სატყეო პირობებში ხანგრძლივი პარტიზანული ბრძოლის წარმოებაზე, რომელიც რიცხობრივად უპირატეს და კარგად შეირაღებულ მტერს თანდათან დააძაბუნებს. აქედან გამომდინარე, საჭიროა:

 

ა) საქართველოს მთელს ტერიტორიაზე შეიქმნას პარტიზანული მოძრაობის კარგად დამუშავებული გეგმა და სქემა, რომელიც მტრის შემოჭრის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ამოქმედდება.

 

ბ) პარტიზანული ბრძოლებისათვის აუცილებელი დიდი რაოდენობით მსუბუქი იარაღის შეძენა, როგორიცაა ერთი მეომრის მიერ ხელით იოლად გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღდეგო იარაღები, ხელყუმბარები, ტანკსაწინააღდეგო ნაღმები და ა.შ.

 

გ) საქართველოს ურბანულ ცენტრებში და არაოკუპირებულ მთიან რეგიონებში, კერძოდ, თუშ-ფშავ-ხევსურეთში, მთიან აჭარაში, გურიაში, იმერეთში, რაჭა_ლეჩხუმში, სვანეთსა და ზემო სამეგრელოში შეიქმნას საიდუმლო თავშესაფრები, ტყის საფორტიფიკაციო ნაგებობები და იარაღის იატაკქვეშა, საიდუმლო საწყობები, რომელიც მტრის შემოჭრის შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგობის არმიისთვის აბსოლუტურად აუცილებელი იქნება.

 

დ) ქართული საჯარისო ფორმირებები და მოხალისეები დაექვემდებარონ ინტენსიურ წვრთნას საქართველოს ტერიტორიაზე განმეორებით შემოჭრილი მტრის მიერ ოკუპირებული და კონტროლირებადი სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურის, სამხედრო ტექნიკის და ცოცხალი ძალის განადგურების ოპერაციების მომზადებაში.

 

5. ქართულმა მთავრობამ აქტიური მუშაობა უნდა გასწიოს ქართული საზოგადოების დარაზმვის და თვრამეტწლიანი სამხედრო დამარცხებების შედეგად საკმაოდ დაცემული საბრძოლო მორალის ამაღლების კუთხით. ამმხრივ პასუხისმგებლობა ასევე ეკისრება თავად ქართველ ხალხს. კერძოდ:

 

ა) მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ, მთელმა ერმა უნდა გაისიგრძეგანოს ის საფრთხე, რომელსაც რუსეთი საქართველოს უქმნის. თითოეულმა ქართველმა უნდა აღიქვას, რომ ავტორიტარული, რევანშისტული, ულტრა-ნაციონალისტური და ფსევდო-ქრისტიანული იდეოლოგიით შეიარაღებული რუსეთი ემუქრება არა მარტო საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ თითოეული ჩვენგანის პიროვნულ და ეროვნულ თავისუფლებას, ჩვენი და ჩვენი ოჯახების ღირსებას და თვით ფიზიკურ არსებობას. რუსეთის საბოლოო გამარჯვება მთელ ქართველ ერში ჩაკლავს თავისუფალ აზრს და მომავალ თაობებს გადააქცევს გადაგვარებულ, დეგრადირებულ, უსამშობლო სუბიექტებად, რომელთა ხედვის და აზროვნების დიაპაზონი პროგრესის და თავისუფლების თანამედროვე და მომავალ ეპოქაში რუსულ სამყაროს ვერ გასცილდება.

 

ასევე უნდა გავისიგრძეგანოთ, რომ საქართველოს დაცვა არის ჩვენი წმიდათა-წმიდა ვალი და პასუხისგებლობა იმ მილიონობით ქართველის წინაშე, რომელთაც ჩვენი ხანგრძლივი და დრამატული ისტორიის მანძილზე საქართველოს თავისუფლებისათვის, იმისათვის, რომ ჩვენ ქართველებად დავბადებულიყავით, უანგაროდ თავი გასწირეს.

ასევე უნდა გვახსოვდეს ჩვენი უზარმაზარი ვალი მომავალი თაობების წინაშე, მათი თავისუფლებისა და ბედნიერების წინაშე. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ვიყოთ ის თაობა, რომლის დროსაც საქართველო მთლიანად და საბოლოოდ დაეცა.

ასევე მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ მთელმა ქართულმა საზოგადოებამ გაათვითცნობიეროს, რაოდენ დაუნდობელი და უმოწყალოა ჩვენი მტერი. სოლომონ დოდაშვილიდან მოყოლებული, დღევანდელობამდე, გავიხსენოთ ყველა ქართველი ეროვნული გმირი, რომელთაც “ცარისტული” და საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის პერიოდში ბუნებრივი სიკვდილი არ ჰღირსებიათ. გავიხსენოთ ცარიზმის დროს ტომრებში ძალადობრივად დამხრჩვალი პატრიოტი ქართველი სამღვდელოება, გაძარცული და თეთრადგადაღებილი ქართული ტაძრები (რომ აღარაფერი ვთქვათ კომუნისტურ საეკლესიო ტერორზე) და მივხვდებით, რომ რუსეთის და მისი ქართველი სატელიტების პროპაგანდა "ერთმორწმუნე რუსი და ქართველი ხალხების საუკუნოვან ძმობაზე" ვერაგი მტრის თვალთმაქცური პროპაგანდაა. გავიხსენოთ შიდა ქართლსა და აფხაზეთში ნაწამები, დახოცილი და ყელგამოჭრილი ჩვენი და-ძმები, ჩვენი სისხლი და ხორცი ქართველები და ყველა დავინახავთ, რომ მრავალთა მიამიტური წარმოდგენა მეგობრულ, უწყინარ რუსეთზე მხოლოდ მწარე ილუზიაა.

 

დაე, კარგად ვიცნობდეთ ჩვენს მტერს და ნურავინ მოელის მისგან დანდობასა და შეწყალებას.

 

1. ქართულმა საზოგადოებამ უნდა შეწყვიტოს არაბუნებრივად და არარეალურად დიდი იმედების დამყარება საერთაშორისო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ და დიპლომატიურ დახმარებასა და მათ დეკლარაციებზე. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთმა, საერთაშორისო საზოგადოების სიტყვიერი და წერილობითი მოწოდების მიუხედავად, ფეხქვეშ გათელა ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებაFსაქართველოსთან დაკავშირებით. დასავლური, ცივილიზებული სამყარო ჩვენი მეგობარი და მოკავშირეა, მაგრამ ის ფაქტი, რომ თბილისისკენ რუსული შეტევა 2008 წლის აგვისტოში დასავლეთის ჩარევის საფუძველზე შეჩერდა, არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ახალ შეტევას საქართველოზე დასავლეთის დიპლომატიურ-პოლიტიკური ზეწოლის შედეგად კვლავ შუა გზაში შეაჩერებს. თუკი რუსეთმა დანარჩენი საქართველოს დაპყრობა განიზრახა და შეტევა დაიწყო, მას ისიც გადაწყვეტილი ექნება, რომ დასავლეთის პოლიტიკურ და დიპლომატიურ ჩარევას ყურადღება აღარ მიაქციოს.

 

2. უნდა გვახსოვდეს, რომ დასავლეთი და საერთოდ უცხო ქვეყნები იმ ერებს და ქვეყნებს ეხმარებიან, რომლებიც თავიანთ თავისუფლებას და არსებობას საკუთარი ბრძოლით და სისხლით იცავენ, იმ ერებს, რომლებიც მსოფლიოს აჩვენებენ, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლა და თავგანწირვა ძალუძთ. ჩვენი თავისუფლება და ღირსება თავად ჩვენ, ქართველებმა, უნდა დავიცვათ და არა უცხო ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა. რეალურ საგარეო დახმარებასაც მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ.

 

 

 

მე აბსოლუტურად ვეთანხმები ამ სტრატეგიული მიმართულებას, რაზეც უნდა აიგოს ჩვენი სახელმწიფოს მომავალი თავდაცვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს გეგმა არის ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე აგებული.

მოსახლეობის სურვილზე იომოს.

ეს სურვილი არ არის. და სიმართლე გითხრათ ძალიან მახარებს ეს ფაქტორი დღევანდელ ვითარებაში.

გაგიკვირდათ? :suicide2:

აგიხსნით.

არ არსებობს არანაირი, აბსოლუტურად არანაირი, გარანტია იმის, რომ ხელისუფლება გამოიყენებს ყველა შანსს რომ ომი აიცილოს, და ომს მხოლოდ ბოლო ვარიანტად გამოიყენებს.

მეტიც!

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი სურვილის და მზადყოფნის პირობებში, ჩვენი პრეზიდენტი წამიეროდ გაჰყოფს თავს ამ ავანტიურაში. სრულიად გაუთვლელად, სრულიად უპროგნოზოდ და ახალაიას, კეზერას და ნოდიას დარწმუნებების იმედად რომ არიქა მზად ვართო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...