Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ინვალიდთა ორგანიზაციებმა საკუთარი პრობლემები გიგი წერეთელს გააცნეს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/wereteli-gigi1-150x130.jpgპარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი დემოკრატიის განვითარების ახალგაზრდული ცენტრისა და საქართველოს ინვალიდთა ასოციაციის ხელმძღვანელებსა და უნარშეზღუდულ მოზარდებს შეხვდა.

 

 

როგორც შეხვედრაზე წერეთელმა განაცხადა, საქართველოს ინვალიდთა ორგანიზაციებმა კონკრეტული პრობლემებით უნდა მიმართონ მერიას, რათა გადაიჭრას მათთვის სპეციალური ავტობუსებით სარგებლობა და ტრანსპორტის ადაპტირება უნარშეზღუდულთა გადაადგილებისათვის.

 

 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ახალგაზრდა უნარშეზღუდულთა პრობლემები, დემოკრატიის განვითარების ახალგაზრდული ცენტრის მიერ ინიცირებული პროექტი ,,შემდეგი გაჩერება – დემოკარტია’’, რომლის მიზანსაც მოძრაობაშეზღუდული ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციასა და მართვით პროცესებში სრულფასოვან მონაწილეობა წარმოადგენს.

 

 

შეხვედრაზე ახალგაზრდებმა ხაზი გაუსვეს მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებს, როგორიცაა გადაადგილების პრობლემა, სპეციალური ავტობუსების, მეტროში მათთვის განკუთვნილი პანდუსების არარსებობა, ასევე, ინტეგრირებული კლუბის დაარსების შესახებ, რომელშიც უნარშეზრუდულ მოზარდებთან ერთად ჩვეულებრივი ახალგაზრდებიც იქნებიან გაერთიანებული.

 

 

ვიცე-სპიკერმა ინვალიდთა მიმართ სახელმწიფოს სტრატეგიის და ახალი სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ შეხვედრაზე განხილულ ყველა საკითხზე მოახდენს რეაგირებას, შესაბამისი სტრუქტურების ინფორმირებას.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...