Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საკონსტიტუციო კომისია ხელისუფლების პროექტს ელოდება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/parlamenti10-150x130.jpgსახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის სამუშაო ვარიანტის წარდგენას ელოდება.

 

 

ამის შესახებ პარლამენტში ,,ქრისტიან-დემოკრატებთან’’ შეხვედრისას კომისიის ხელმძღვანელმა ავთანდილ დემეტრაშვილმა განაცხადა.

 

 

სახელისუფლო გუნდმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის სამუშაო ვარიანტი დაიწუნა.

 

 

ხელისუფლება დაწუნებული პროექტის ალტერნატივად, ახალი პროექტის შემუშავებას აპირებს, რომელსაც კომისიაში დეპუტატი პავლე კუბლაშვილი წარადგენს.

 

 

მმართველმა გუნდმა კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელად ჩათვალა, თუმცა დემეტრაშვილის შეფასებით, მისი კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი არა საპარლამენტო, არამედ შერეული ტიპისაა.

 

 

სახელისუფლო გუნდმა კომისიას მისეული ვარიანტი დაახლოებით ორ კვირაში უნდა წარუდგინოს და კომისიის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კონსენსუსის გზით იქნება მიღებული.

 

 

ამასთან, შეგახსენებთ, რომ კომისიაში პროექტი აქვს წარდგენილი ,,თავისუფლების ინსტიტუტის’’ წევრ ლევან რამიშვილის, რომელიც მთლიანად ქვეყნის მმართველობის ძლიერ საპრეზიდენტო მოდელს გულისხმობს.

 

 

რამიშვილის პროექტი კომისიის თავმჯდომარისა და მისი წევრების უმტესობისთვის მიუღებელია.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...