epn.ge Posted March 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/bagaturia32-150x130.jpgოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ,,სახალხო ბანკის’’ მიერ პენსიების გაცემასთან დაკავშირებით, პარლამენტში სამთვრობო საათზე ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების მისვლას ითხოვს. როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ბაღათურიამ განაცხადა, ,,სახალხო ბანკი’’ არაკეთილსინდისიერად სარგებლობს პენსიების გაცემის უფლებით, რაც იმაში გამოიხატება, რომ ბანკმა პენსიონერებს პენსიის წინასწარ აღებასთან დაკავშირებით 36 პროცენტი დაუწესა. მისი თქმით, ბანკის მიერ პენსიების გაცემასთან დაკავშირებით, უკვე მომზადებულია კონტროლის პალატის დასკვნაც, რომელიც დამაკმაყოფილებელია. ,,ბანკის თანმაშრომელებმა პირად საუბარში თქვეს, რომ პროცენტი მაღალი იყო, რომელსაც დაწევდნენ, თუმცა დღემდე გატარებული ღონისძიებები არ გვინახავს და 235 ათასი პენსიონერი დაყადაღებულია’’, – განაცხადა ბაღათურიამ. დეპუტატი ალექსანდრე კვიტაშვილისა და კახა ბაინდურაშვილის პარლამენტში მისვლას იმ მიზნით ითხოვს, რომ მათ პენსიების გაცემასთან დაკავშირებით, ბანკთან გაფორმებული შეთანხმება გააუქმონ და სხვა ბანკთან ისეთი შეთანხმება გააფორმონ, რომელიც პენსიონერების უფლებებს დაიცავს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts