epn.ge Posted March 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/House-Kino-150x150.jpgვეტერანთა კოალიცია “მამულიშილების” ყრილობას კინოს სახლში ეროვნული საბჭოს წევრები დაესწრნენ. “ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი, “კონსერვატიული პარტიის” თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური, “მომავლის პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ბესიკ ტაბატაძე და ავთანდილ დავითაია ყრილობაზე შეკრებილ მოსახლეობასთან სიტყვით წარსდგნენ. ზვიად ძიძიგურმა ვეტერანების მისამართით აღნიშნა, რომ აუცილებელია მათთან მიმართებით განსაკუთრებული პროგრამის შემუშავება. “ყველა ის ადამიანი, ვინც დენთის სუნი შეიყნოსა, არცერთ უწყებაში არ დატოვეს, რატომ? იმიტომ, რომ ამ მთავრობას პატრიოტების ეშინია. ჩვენ ვაპირებთ ვეტერანებთან, ძალოვან ვეტერანებსა და ომის ვეტერანებთან ერთად შევიმუშაოთ ვეტერანების განსაკუთრებული პროგრამა,”- განაცხადა მან. ავთანდილ დავითაიას თქმით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობის ფიზიკურად არსებობა, სწორედ მებრძოლების დამსახურებაა. იმ მებრძოლებისა, რომლებმაც დავითაიას განმარტებით, სააკაშვილს იმედები გაუცრუეს და შემართებით იბრძოლეს. “ახლა სწორედ იმის დროა, რომ დავდოთ იარაღი, ავიღოთ კალამი და დავამარცხოთ სააკაშვილი. გვახსოვდეს გუშინდელი საქართელო, მაგრამ არ დავრჩეთ გუშინდელ საქართველოში. ყოველგვარი სისხლის ღვრის გარეშე დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო,” – განაცხადა დავითაიამ. მან შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას გამარჯვებისკენ ბრძოლაში მოუწოდა. “ძირს ბელადები! გაუმარჯოს მრავალ ლიდერს!”- განაცხადა მან. მომავლის პარტიის ერთ- ერთი ლიდერის, ბესიკ ტაბატაძის განცხადებით, ქვეყანაში არის ომი, რომელიც უნდა დაასრულოს ეროვნულმა საბჭომ. “იმას ვისაც ერთხელ მაინც ჩაუხედავს მომაკვდავი მეომრის თვალებში, ის კარგად დაფიქრდება სანამ ომს დაიწყებს,” – აღნიშნა ბესიკ ტაბატაძემ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts