epn.ge Posted March 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/tvitmf-putinis-150x132.jpgავიაკომპანია “აირზენა” აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მოსკოვში ექვს ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ამის შესახებ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე “აირზენას” პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა. ჩარტერული რეისები თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით 1, 2, 3 და 10, 12, 14 აპრილს შესრულდება. გიორგობიანი ამბობს, რომ “აირზენას” თხოვნა ჩარტერული რეისების განხორციელებასთან დაკავშირებით, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განიხილა და დააკმაყოფილა. კომპანიაში განმარტავენ, რომ შეთანხმება რუსულ მხარესთან ჩარტერული რეისების შესრულებაზე საქართველოს მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების ჩარევის გარეშეა მიღწეული. ინფორმაციას ფრენების დროებით აღდგენის შესახებ რუსული მხარეც ადასტურებს. “რია-ნოვოსტის” ინფორმაციით, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ჩარტერული რეისების სერიის – “მოსკოვი თბილისი-მოსკოვი” განსახოხცილებლად ნებართვა მიიღო. “საქართველოს ავიახაზებმა” რუსეთს პირდაპირი მიმოსვლის თხოვნით 2009 წლის ბოლოს მიმართა. ნებართვა მაშინ გაიცა, თუმცა მხოლოდ 8-დან 10 იანვრამდე მოქმედებდა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts