Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - მთავრობა გენმოდიფიცირებულ პროდუქტთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვების დაწესებაზე სიფრთხილეს იჩენს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/parlamenti-edit-150x150.jpg

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ გიორგი გოგუაძის ინიციატივა ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციისა’’ და ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვეციის ბიოუსაფრთხოების კარტახებას ოქმის’’ მოთხოვნათა რეალიზაციის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტი განიხილეს.

 

 

პროექტის მიხედვით, პარლამენტი ავალებს მთავრობას, რომ წარმოადგინოს კანონპროექტი ,,გენმოდიფიცირებული ორგანიზამების გავცელებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტების გამოყენების შესახებ’’, რომლითაც ქვეყნის ტერიტორიაზე პროდუქციის იმპორტისა და რეექსპორტის დროს, უზრუნველყოფს ევროკომისიის მიერ დადგენილი გენმოდიფიცირების იდენტურობის კოდის დატანის ვალდებულებების შესრულობის კონტროლს და აღიცხვას პროდუქციის სახეობისა და რაოდენობის მიხედვით.

 

 

პროექტით ასევე, პარლამენტი ავალებს მთავრობას გაგრძელდეს განხილვები ქვეყნის ტერიტორიის გენმოდიფიცირევული ორგანიზამებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების შესახებ, რითაც სამომხმარებლო ბაზარი გარანტირებულად იქნება დაცული გენმოდიფიცირებული პროდუქტების უკონტროლო მოხმარებისგან.

 

 

საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა სხდომაზე მოითხოვა განმარტებები, თუ რას გულისხმობს ინიციატორი იმპორტისა და რეექსპორტის დროს განსახირციელებელ ღონისძიებებში და რატომ გაიზარდა პროექტის პირვანდელი ვარიანტისგან განხსვავებით, მთავრობისადმი ვალდებულებები.

 

 

ხუროშვილის განცხადებით, პროექტის უკანასკნელი ვარიანტით, მთავრობისადმი იმდენი ვალდებულბის დაკისრება ხდება, რომ ამან შეიძლება სერიოზული გაუგებრობა გამოიწვიოს, რაც დავის საგანი გახდეს.

 

 

ხუროშვილის მტკიცებით, აღმასრულებელ ხელისუფლებას მოლაპარაკებები აქვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე და სხვა რიგ ვალდებულებებზე, ამიტომ მთავრობას გარკვეული ვადა დასჭირდება რომ ყველა საკითხი კონკრეტულად გაანალიზოს და ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც რეალურად შესრულებადი იქნება.

 

 

საპარლამენტო მდივანმა დადგენილების პროექტით მთავრობისთვის მიცემული ვადის გახანგრძლივება მოითხოვა და დეპუტატებისგან თანხმობაც მიიღო. პირვანდელი ვარიანტით მთავრობას კანონპროექტი ერთი თვის ვადაში უნდა შეემუშავებინა, კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად პარლამენტი მთავრობას ახლა კი ექვსთვიან ვადას მისცემს.

 

 

ამასთან, გოგუაძისთვის ეს ვადა მიუღებელია, თუმცა მაინც თანახმაა დაიწყოს მსჯელობა, შეხვედრები გენმოდიფიცირებული პროდუქტის კონტროლის არეალის გაფართოებაზე.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...