epn.ge Posted March 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/xachapuridze-150x150.jpgლევან სამსახარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს პარტია ,,გამარჯვების” თავმჯდომარემ შალვა ხაჭაპურიძემ დღეს განცხადებით მიმართა, რომ მათ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარონ. “ექსპერტიზას გადასაწყვეტად უნდა დაესვას შემდეგი კითხვები: დაავადებულია თუ არა გამოსაკვლევი პირი ფსიქიურად, დადებითი პასუხის შემთხვევაში რა დაავადებებით? შეუძლია თუ არა მას უხელმძღვანელოს თავის ქმედებს და რა სახის მკურნალობა ესაჭირობა”, – აცხადებს ხაჭაპურიძე. ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მას საჭიროდ მიაჩნია პრეზიდენტის მიმართ ჩატარდეს სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ამავდროულად ის მიიჩნევს, რომ სასურველი იქნება ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერმა, რათა საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს როგორი ფსიქიკის ადამიანები მართავენ პოლიტიკურ პროცესებს ქვეყანაში View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts