epn.ge Posted March 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/narkomania1-150x132.jpgსპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4500 აბი სუბოტექსი, დაახლოებით 6 კილოგრამი ჰეროინი, 200 კგ მარიხუანა და ფსიქოტროპული საშუალებები გაანადგურეს. ნარკოტიკული საშუალებების ლიკვიდაციას გენერალური პროკურატურის და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წამლის სააგენტოს წარმომდგენლები ესწრებოდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე შექმნილია მუდმივმოქმედი კომისია, რომელსაც სასამართლო განაჩენის შემდგომ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ლიკვიდაცია ევალება. მსგავსი ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე კვარტალში ერთხელ ხორციელდება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts