epn.ge Posted March 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/telasi_logo2-150x130.jpgსაქართველოში პირველად მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნება, რომელიც მდგრადი ენერგეტიკის ევროპული კვირეულის ფარგლებში ტარდება. საქართველოს მდგრადი ენერგეტიკის დღის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას ენერგეტიკის, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები, აგრეთვე თბილისის მერიის ხელმძღვანელი პირები, დონორი ორგანიზაციები და არასამთავრობოები მიიღებენ. ,,გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო აღიარებს ევროპულ ღირებულებებს, გადავწყვიტეთ შევუერთდეთ მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს. ასევე დაგეგმილი გვაქვს, რომ საქართველოში მდგრადი ენერგეტიკის დღე ყოველწლიურად ჩავატაროთ”, – განაცხადა ,,ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს” დირექტორმა, გიორგი აბულაშვილმა. მდგრადი ენერგეტიკის დღის ფარგლებში მოსწავლეებს შორის ჩატარდა კონკურსი საუკეთესო ნახატის და ესსეს გამოსავლენად, შემდეგ კი საზეიმო დაჯილდოვების ცერემონიალიც გაიმართა. მდგრადი ენერგეტიკის დღე როკ- ჯგუფის ,,ვაკის პარკის’ კონცერტით დასრულდება. კონცერტის მსვლელობისას, პროექტის ფარგლებში, საქართველოს ჟურნალისტებისათვის ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოვებაც მოხდება. ბოლოს კი წარმოდგენილი იქნება ლეონარდო დი კაპრიოს ფონდის მიერ მომზადებული თემატური ფილმი ,,გლობალური დათბობა- გლობალური საფრთხე” ქართული სუბ-ტიტრებით. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts