epn.ge Posted March 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/sagareo4-150x130.jpgსაგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა. ეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის ხაზი გაესვა გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებების, ასევე ერთიანი საავიაციო სივრცის შესახებ შეთანხმების გაფორმების; ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დროულად დაწყების მნიშვნელობას. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის, ასევე დემოკრატიისა და სოლიდარობის ევროპული ფორუმისა და ევროპის სოციალისტური პარტიის წარმომადგენლები. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში რიგი პრიორიტეტული მიმართულებებით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში უაღრესად თვალსაჩინო პროგრესი იქნა მიღწეული. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ, ამ კონტექსტში ევროკავშირის მონიტორინგის მისიისა და ჟენევის მოლაპარაკებების როლზე და საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე მსჯელობა გაიმართა, აგრეთვე, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეზობელ ქვეყნებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts