epn.ge Posted March 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/18145-150x150.jpgმთავრობა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის პერსონალის საქართველოს ფარგლებში გადაადგილებას უზრუნველყოფს. ამასთან დაკავშირებით, პარლამენტი საქართველოსა და ეუთოს შორის, ,,ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა სკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისის პერსონალის სტატუსის, პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ’’ შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს. გადაწყვეტილება საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტებმა დღეს ერთობლივ სხდომაზე მიიღეს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, საქართველო აღნიშნულით დგამს ნაბიჯს ეუთოს ფუნქციონირების ხელშეწყობისკენ, რაც საქართველოს ეროვნული ინტერესია, რადგან მას მერე რაც მოხდა აღნიშნული ორგანიზაციის დაბლოკვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შეთანხმების თანახმად, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის პერსონალის საქართველოს ფარგლებში გაადადგილება. შეთანხმებაში აგრეთვე გაწერილია ,,ეუთოს,, ეროვნულ უმცირესობათა სკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისის პერსონალის სტატუსი, მათი პრივილეგიები და იმუნიტეტით სარგებლობის საკითხები. ეუთოს უმაღლესი კომისარი დღემდე ახორციელებს აქტიურ საქმიანობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მდგომარეობისა და ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts