epn.ge Posted March 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 დეპუტატი http://epn.ge/wp-content/uploads/tortladze4-150x133.jpg მისი კანონპროექტის ,,თავისუფლების ქარტიასთან’’ დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკის არსს კიდევ ვერ იგებს. პარლამენტში აღნიშნული პროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოხდა. როგორც თორთლაძემ კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, საქართველოში ტერორისტული აქტები ვლინდება რკინიგზის აფეთქებით თუ პოლიცეიელბის მკვლელობით, შესაბამისად ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მიზნით პარლამენტში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონპროექტს ოპოზიცია წარადგენს თუ პოზიცია მნიშვნელობა არ აქვს. ,,საქართველოში ტერორისტული აქტების თაიგულია უკვე, რაც რკინიგზის აფეთქებით, 20 პოლიციელის მოკვლით და უამრავი სხვა ფაქტებით ვლინდება’’, – აღნიშნა თორთლაძემ. დეპუტატის განცახდებით, პროექტის მეორე მოსმენამდე ბევრი რამ დასაზუსტებელია და შესაბამისად იგი მზად არის, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართოს. შეგახსენებთ, რომ თორთლაძემ საკანონმდებლო ინიციატივები ,,ლუსტრაციის შესახებ~ კანონი და ,,პატრიოტის აქტი~, ,,თავისუფლების ქარტიად~ ჩამოყალიბა, თუმცა გაერთიანებულ პროექტიდან არც ერთი საკითხის ამოღება არ მომხდარა. ამასთან, პროექტი პარლამენტში თებერვალში იქნა ინიცირებული, თუმცა განხილვები მანამდე არ დაიწყო, სანამ თორთლაძემ პროექტის განხილვების არ დაწყება ბიუროს ორ სხდომაზე არ გააპროტესტა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts