Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს


Recommended Posts

თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები დაიწყო.

http://epn.ge/wp-content/uploads/kaxeti2-150x150.jpg

ზარალის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე დავით ქსოვრელიშვილის განცხადებით, პირველ რიგში ყურადღება იმ ობიექტებს ექცევა, რომელიც წვიმების შემთხვევაში შესაძლოა დაზიანდეს და ზარალი გამოიწვიოს.

 

 

ქსოვრელიშვილის თქმით, მიწაყრილი გაკეთდა რუისპირის ხევზე, რომ მიმდებარე მიწის ნაკვეთები არ დაიტბოროს. ასევე, მიწაყრილი გაკეთდა ყარაჯალის ხევის 200 მეტრიან მონაკვეთზე. სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება იყალთოს ხევზე გადებულ ხიდს. ეს ხიდი სოფლის ნაწილს საჯარო სკოლასთან აკავშირებს.

 

 

„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და დაზიანებული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხის ნაწილი გამგეობის სარეზერვო ფონდიდან, ნაწილი კი ცენტრალური ბიუჯეტიდან დაიხარჯება“, – განაცხადა დავით ქსოვრელიშვილმა.

 

 

13-17 მარტს, სტიქიის შედეგად თელავის მუნიციპალიტეტი 185 000 ლარით დაზარალდა. მდინარე დიდხევიდან გადმოვარდნილმა წყალმა სოფელ ართანაში 2 საცხოვრებელი სახლი დატბორა და შიდა საუბნო გზა წაიღო.

 

 

სტიქიამ სოფელ შალაურში სასმელი წყლის დრენაჟი დააზიანა. ღვარცოფმა მდინარე ლოპოტაზე გამავალი ხიდი და სოფელ იყალთოში საცალფეხო ხიდიც დაანგრია.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...