epn.ge Posted March 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/saakashvilimisha111-150x150.jpgნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა ავღანეთის სამხედრო ოპერაციაში ქართველი სამხედროების აქტიური მონაწილეობისთვის. ამის შესახებ განაცხადა რასმუსენმა დღეს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც მხარეებმმა ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესზე ისაუბრეს. რასმუსენის განცხადებით, საქართველოსთან “ნატო” კვლავ გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას. მიხელ სააკაშვილის თქმით, საქართველოს მსგავი პატარა ქვეყნისთვის საამაყოა, რომ ავღანეთის მისიაშია ჩართული. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესი დაჩქარდება. პრეზიდენტი ბრიუსელში დაგეგმილ ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაშიც მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ”ნაციონალური მოძრაობა’’ ევროპის სახალხო პარტიის წევრია. ყრილობაში სულ 15-მდე სახელმწიფოს მეთაური მიიღებს მონაწილეობას. ფორუმზე სააკაშვილი სიტყვითაც გამოვა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts