Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

26 მარტს, 10:45 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

 

 

26 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

 

 

26 მარტს, 11.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება ‘სახალხო დემოკრატების’ ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი პარტიის ოფისში, მედიის წარმომადგენლებისთვის ტრადიციულ მედია-მაგიდს გამართავს.

თემა: ‘თბილისსა და რეგიონებში საგადასახადო სამსახურების მიერ საწარმოებისა და მაღაზიების უკანონო დალუქვები’.

მის: ი. აბაშიძის ქ. #54

 

 

26 მარტს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეუფე სტეფანე სტუდენტებს ინტელექტუალური კონკურსის ‘ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას’ შესახებ ინფორმაცია გააცნობს.

თსუ-ის II კორპ., I სართ., მცირე საკონფერენციო დარბაზი #135

 

 

26 მარტს, 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მე-6 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

თემა: ‘ჯანდაცვის პერსპექტივები სამხრეთ კავკასიაში’.

თსსუ-ის III კორპ., III სართ., სააქტო დარბაზი

 

 

26 მარტს, 11:30 საათზე, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვინდაძე სასესხო ხელშეკრულებას გააფორმებენ.

ფინანსთა სამინისტროს შენობა

 

 

26 მარტს, 11:45 საათზე, სასტუმრო ‘შერატონ მეტეხი პალასში’ ‘საქართველოს ბიზნეს ასოციაცია’ შეხვედრას გამართავს, სადაც დედაქალაქის მერი გიგი უგულავა მოხსენებით გამოვა.

თემა:თბილისი – ბიზნესის პარტნიორი’

 

 

26 მარტს, 12.00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი საგნობრივ ექსპერტებთან ერთად 2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდების პროგრამების დამტკიცების საკითხს განიხილავენ.

მის: უზნაძის ქ. №52

 

 

26 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ხელმძღვანელი თეონა იაშვილი ოზურგეთის ადგილობრივ არქივში მოქალაქეთა მომსახურების ელექტრონული პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.

მის: ოზურგეთი, ი. ჭავჭავაძის ქ. #15

 

 

26 მარტს, 12.00 საათზე, `ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის’ მერობის კანდიდატი გია ჭანტურია სახლმშენებელ კომბინატში მუშებს შეხვდება.

მის.: ქაიროს ქუჩა, დეესკა #2

 

 

26 მარტს, 12:45 საათზე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი ევროპარლამენტის ფრაქცია ‘სოციალ-დემოკრატების’ დელეგაციის წევრებს შეხვდება.

საკონფერენციო დარბაზი

 

 

26 მარტს, 13.00 საათზე, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გამოფენის ‘სიყვარული ქართულ კინოში’ პრესკონფერენცია გაიმართება.

 

 

26 მარტს, 13:00 საათზე, პარლამენტში, პოლიტიკური გაერთიანება ‘ქართული დასის’ ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ‘ქართული დასის’ ინიციატივა – სახალხობანკის მიერ პენსიონერებისათვის დაწესებული მაღალი საპროცენტო ტარიფების შესახებ’.

 

 

26 მარტს, 13:00 საათზე, ‘კონსერვატიული პარტიის’ ოფისში გაიმართება პრაიმერის კომისიის მთავარი სხდომა, სდაც დაასახელებენ მაჟორიტარობის იმ კანდიდატებს, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს.

მის: არაყიშვილის ქ. #5

 

 

26 მარტს, 14:00 საათზე, კინოს სახლში ‘ეროვნული საბჭოს’ ლიდერები ომის ვეტერანებს შეხვდებიან. ასევე გაიმართება ვეტერანთა კოალიცია ‘მამულიშვილები’-ს ყრილობა.

 

 

26 მარტს, 14.00 საათზე, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ბრიფინგს გამართავს და მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს.

მის: ძმები კაკაბაძეების ქ. #11

 

 

26 მარტს, 14:00 საათზე, პოლიტიკური მოძრაობა ‘თეთრების’ ოფისში, პარტიის ლიდერი თემურ შაშიაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

თემა: ‘წინასაარჩევნო სოციალური დემაგოგია, არჩევნების წინ მთავარი იარაღი’.

მის: ღამბაშიძის ქ. #4

 

 

26 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველის რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

 

 

26 მარტს, 15:00 საათზე, გალერეა `ჰობში’ ბავშვთა ნამუშევრების VII გამოფენა-კონკურსი ‘ოქროს პალიტრა’ გაიხსნება.

 

 

26 მარტს, 15:00 საათზე, ‘ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის’ ექსპერტები, საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მის: ქეთევან წამებულის გამზ.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...