Jump to content
Planeta.Ge

რატომ ხდებიან ადამიანები ათეისტები?


Recommended Posts

წარმოუდგენიათ, უბრალოდ ეხლა თეისტები ცდილობენ საუკუნოვანი ტყუილები როგორმე მსგავსი ახსნებით გაამართლონ, როგორ? 20 წლის წინ პიროვნება იყო ღმერთი და დღეს უცბად უპიროვნო გახდა? ისე ამ ბოლო დროს მეც შევნიშნე ეს ეკლესიის მქადაგებლების მხრიდან, ჯოჯოხეთი სულიერი მდგომარეობაა და არა საწამებელი ადგილიო. 20 წლის წინ ეშმაკი დარბოდა ცეცხლოვანი ქვებით და სამკაპათი და დღეს უცბად სულიერი მდგომარეობა გახდა? მგონი საქმე მარტივადაა, უბრალოდ განათლებული ხალხი აღარ ტყუვდება ზღაპრებით და ეკლესიის მსახურებმაც ახალი ძალადმეცნიერებასთან მიტმასნული იდეოლოგიის ქადაგება დაიწყეს, პლაგიატობით ბერძენი ფილოსოფოსების მოსაზრებებიდან მოპარული აზრებით.

:+:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Proessor

რატომ ვერ იქნება უპიროვნო სუბსტანცია ღმერთი?

განა ვერ იქნება? იქნება, უბრალოდ ღმერთი აღარ ერქმევა, მაგ "ღმერთს" მატერია დაარქვეს უკვე კარგა ხნის წინ.

ესეიგი რასაც ვერ ვწვდებით ის არ არსებობს?

და რა იცი რომ არსებობს? თუ ვერ წვდები.

შენ უბრალოდ ამ სიტყვებით იმას უსვავ ხაზს რომ ადამიანი პიკია სამყაროსი და მის ზევით აღარაფერია

სად ზემოთ? კოსმოსთან მიმართებაში ადამიანი ზემოთ არის ქვემოთ, ვერტიკალურად თუ ჰორიზონტალურად, ესეც გაურკვევია.

შენი აზრით რაღაც გვაკვირდება თუ პარალელური სამყაროები არსებობს?

ჩემთვის არსებობს ის რაც აღქმადია და დამტკიცებადია, პლიუს ამას არსებობენ ადამიანები რომელთაც სინამდვილეში არ იციან არაფერი და მაინც საუბრობენ იმაზე რაც არ იციან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

განა ვერ იქნება? იქნება, უბრალოდ ღმერთი აღარ ერქმევა, მაგ "ღმერთს" მატერია დაარქვეს უკვე კარგა ხნის წინ.

ესეც მე ვარ, Proessor..?! :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წარმოუდგენიათ, უბრალოდ ეხლა თეისტები ცდილობენ საუკუნოვანი ტყუილები როგორმე მსგავსი ახსნებით გაამართლონ, როგორ? 20 წლის წინ პიროვნება იყო ღმერთი და დღეს უცბად უპიროვნო გახდა? ისე ამ ბოლო დროს მეც შევნიშნე ეს ეკლესიის მქადაგებლების მხრიდან, ჯოჯოხეთი სულიერი მდგომარეობაა და არა საწამებელი ადგილიო. 20 წლის წინ ეშმაკი დარბოდა ცეცხლოვანი ქვებით და სამკაპათი და დღეს უცბად სულიერი მდგომარეობა გახდა? მგონი საქმე მარტივადაა, უბრალოდ განათლებული ხალხი აღარ ტყუვდება ზღაპრებით და ეკლესიის მსახურებმაც ახალი ძალადმეცნიერებასთან მიტმასნული იდეოლოგიის ქადაგება დაიწყეს, პლაგიატობით ბერძენი ფილოსოფოსების მოსაზრებებიდან მოპარული აზრებით.

თან მეცნიერებასაც ამოეფარნენ (თავიანთი ჭკუით..), რომელსაც კრეაციონიზმი დაარქვეს.. ანუ შუბლის ძარღვის დედაც ატირეს რა.. არა და გასაგებიცაა.. - ასეა ამხელა ბიზნესის დაკარგვა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მოდის (წარმატებით)?! :)

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

ბიზნესის დაკარგვა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მოდის (წარმატებით)?

იმედით ვაჭრობენ, სეთური რომ ვაჭრობდა იმედით სწორედ ასე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

 

იმედით ვაჭრობენ, სეთური რომ ვაჭრობდა იმედით სწორედ ასე.

გიორგი ქადაგიშვილი, კი.., ზუსტად ასეთი ქვეტექსია მგონი ფილმის იმ ნაწილში ჩადებული.. აბა თქვი და ეს.. ხმამაღლა, - ხალხში, ისეთივე მოგივა (შენ არ მოგმართავ, - პირობითად ვამბობ), როგორც დათას და მის მეგობარს ("დასცხეთ ბიჭებო მაგათ, დასცხეთ..!")..

თან პრიკოლი ისაა, რომ ცხოვრება ისეთია, - შენდაუნებურად შენც გიხდება (ზოგჯერ) ეკლესიაში შესვლა, ბავშვის მონათვლა და სხვა ამისთანა პროტოკოლები.... თუ არა და მარტო უნდა იცხოვრო, გიჟივით.. :drug:

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

თან პრიკოლი ისაა, რომ ცხოვრება ისეთია, - შენდაუნებურად შენც გიხდება (ზოგჯერ) ეკლესიაში შესვლა, ბავშვის მონათვლა და სხვა ამისთანა პროტოკოლები.

მე არ მოვანათვლინე ბავშვი და გეტყვი მიზეზს, ნუ მეუღლის მხრიდან ატყდნენ მოვნათლოთ და მოვნათლოთ, დღე ერთი იყო და ათჯერ ტვინს მიღლიდა ცოლი, აი თვალი არ ეცესო დედაჩემმა და მოკლედ კაი ჰო მოვნათლოთ თქო თან ქეიფი მიყვარს, მივიყვანეთ ბარბარეს სახელობის ეკლესიაში და მღვდლად მხვდება ტიპი, რომელიც ერთი წლის წინ იყო ასობის უფროსი, წოდებით მაიორი, პოლიციის მაიორი მხვდება მღვდლად, თან განა ისეთ პონტში პოლიციის, არა, გენ ინსპექციის მაიორი, მეთქი შენ უნდა მომინათლო ბავშვი? რა უნდა დაანათლო მეთქი მაიორის პაგინები? მოვკიდე ხელი ბავშვს გამოვედი ეგრევე, იმის მერე სიტყვა ნათლობას ვეღარ ახსენებენ ჩემთან.

პ.ს იმ დღეს დავთვერი და ბავშვის გარდა ყველა მოვნათლე :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თან პრიკოლი ისაა, რომ ცხოვრება ისეთია, - შენდაუნებურად შენც გიხდება (ზოგჯერ) ეკლესიაში შესვლა, ბავშვის მონათვლა და სხვა ამისთანა პროტოკოლები.... თუ არა და მარტო უნდა იცხოვრო, გიჟივით..

კარგი რა...

მაინც მარტო იცხოვრებ და ვაბშემც ყველა მარტოა, ეგ მოჩვენებითია. ადამიანებს ეშინიათ გამოუტყდნენ თავის თავს რო მარტოები არიან და იგონებენ ათას სულელურ ურთიერთობებს, დაჟე ამ მარტოობის შიშმა იმდენი ქნა, დედამიწაზე რო ვერავინ ნახეს მათი გამგები ცაში ღმერთი გამოიგონეს

 

საზოგადოებამ მძღნერის ჭამა რო დაიწყოს,იმის შიშით არ გავირიყოო, შენც შეჭამ? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Proessor

განა ვერ იქნება? იქნება, უბრალოდ ღმერთი აღარ ერქმევა

 

მოდი ასე ვთქვათ უფრო გაგარკვევ. შენ ათეიზმით გწამს უაზრობის და არ დაიწყო ეხლა ესეო და ისეო. მე კიდევ მაგ უცნობი ღმერთით აზრის მწამს. რა არის ეხლა ეს აზრი? ეგ აზრი არსი ყველაფრის, საერთო ინფორმაცია, მიზანი, იმისი რაც ვიცით და იმის რაც არ ვიცით. ხოდა თუ ეგ აზრი დასაწყისში დაიწყო უაზრობიდან, ესეიგი ის რაღაც აზროვნების მატარებელია ნუ შეიძლება არა იდივიდუალური, არამედ საერთო, რაც ყველაფერს ერთად მოიცავს, შენ შეგილია მატერია უწოდო მაგრამ ეს ჩემთვის უფრო რაღაც სიბრძნეა რომელიც ფლობს ინფორმაციას ყველაფრის ე.ი საკუთარის შესახებ, და არსებობს რაღაც აზრი რომლისკენაც მიისწრაფის ყველაფერი ეს. ეს არის განსხვავება ჩვენს შორის, შენ არ გწამს მაგ აზრის, შენ გგონია რომ სიკვდილის მერე არაფერი არ არის ესეიგი არ არსებობს სამყაროსეული სამართალი, ესეიგი შემიძლია ეხლა წავიდე გადავიფარო კაპიშონი და პატარა გოგოებს ყელი გამოვჭრა, თუ გამიმარტლებს და ადამაინებმა ვერ დამიჭირეს ესეიგი მშვიდად მოივკვდები, არც იმ ბავშვების ცხოვრებას არ ქონია აზრი და არც მათ სიკვდილს ესეიგი ეს ყველაფერი ერთი დიდი სისულელე ყოფილა. აი ამას ამტკიცებ შენ მე კიდევ გეუბნები რომ არსებობს რაღაც აზრი და ეს აზრი უფრო საინტერესოს და "ღვთაებრივს" ხდის ყველაფერს ვიდრე უბრალოდ ყოფნა არ ყოფნა.

 

მაგ "ღმერთს" მატერია დაარქვეს უკვე კარგა ხნის წინ.

 

ხო ეგრე ეგონათ :)) ეხლა ეგ მატერია ცნობილია როგორც ელექტრომაგნიტურ ტალღად, შემდეგ მიხვდნენ რომ ტალღა არის კვანტთა ალბათობა სივრცეში. რომელსაც ვერ ხვდებიან და ვერ აცნობიერებენ.

 

ესეც მე ვარ, Proessor..?! :D

 

რა გასაკვირია მსგავსი შეხედულებები გაქვთ :crazy წმინდა სისხლის ათეისტები ხართ

Edited by Proessor
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი რა... მაინც მარტო იცხოვრებ და ვაბშემც ყველა მარტოა, ეგ მოჩვენებითია. ადამიანებს ეშინიათ გამოუტყდნენ თავის თავს რო მარტოები არიან და იგონებენ ათას სულელურ ურთიერთობებს, დაჟე ამ მარტოობის შიშმა იმდენი ქნა, დედამიწაზე რო ვერავინ ნახეს მათი გამგები ცაში ღმერთი გამოიგონეს საზოგადოებამ მძღნერის ჭამა რო დაიწყოს,იმის შიშით არ გავირიყოო, შენც შეჭამ?

მაგარი ბავშვური და უაზრო შედარება იყო.. "მადლობა, მესიამოვნა".. :) ვხედავ რაღაც სუიციდური ფილოსოფიებით გატაცებულხარ.. ახლა კი მივხვდი რატომ გახდი ამ ბოლო დროს აგრესიული.. არ გირჩევდი ასეთი სასოწარკვეთილი ცხოვრებით ცხოვრებას.. თუმცა შენი საქმის შენ იცი..

 

Shaten

 

მე არ მოვანათვლინე ბავშვი და გეტყვი მიზეზს, ნუ მეუღლის მხრიდან ატყდნენ მოვნათლოთ და მოვნათლოთ, დღე ერთი იყო და ათჯერ ტვინს მიღლიდა ცოლი, აი თვალი არ ეცესო დედაჩემმა და მოკლედ კაი ჰო მოვნათლოთ თქო თან ქეიფი მიყვარს, მივიყვანეთ ბარბარეს სახელობის ეკლესიაში და მღვდლად მხვდება ტიპი, რომელიც ერთი წლის წინ იყო ასობის უფროსი, წოდებით მაიორი, პოლიციის მაიორი მხვდება მღვდლად, თან განა ისეთ პონტში პოლიციის, არა, გენ ინსპექციის მაიორი, მეთქი შენ უნდა მომინათლო ბავშვი? რა უნდა დაანათლო მეთქი მაიორის პაგინები? მოვკიდე ხელი ბავშვს გამოვედი ეგრევე, იმის მერე სიტყვა ნათლობას ვეღარ ახსენებენ ჩემთან.

პ.ს იმ დღეს დავთვერი და ბავშვის გარდა ყველა მოვნათლე :D

შენ მართლა კარგად გაგმართლებია.. :D :+: მე კიდევ ჯერ ვწელე, ვწელე (ნათლობა), მაგრამ მერე მაინც არ ამცდა, როგორც პატარძალს არ აცდება ხოლმე... თან - ქეიფი, შენი არ იყოს, მეც მიყვარს.. :D

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოდიში, მე აგნოსტიკოსი ვარ.. :P :D

 

ჩემთვის ერთიდა იგივეა განსხვავება ფილოსოფიურ გაგებაშია :P მე კიდევ ფილოსოფიას არ ვნობ იმ სახით როგორიც ცნობილია ჩვენში :crazy

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"მადლობა, მესიამოვნა"..

კაი არ გეწყინოს

ხო გითხარი ძაან კატეგორიული გავხდითქო :D

ვხედავ რაღაც სუიციდური ფილოსოფიებით გატაცებულხარ.

არა, მეტ-ნაკლებად ჩემი აზროვნებებით და დაკვირვებებით მივედი აქამდე. რო დაუკვირდე შენც ძაან ბევრ სიყალბეს დაინახავ, იმდენს რო შეიძლება შეგძულდეს კიდეც ყველაფერი...

არ გირჩევდი ასეთი სასოწარკვეთილი ცხოვრებით ცხოვრებას..

სასოწარკვეთა სულაც არაა, პირიქით.

აცნობიერებ რა რო მარტოდ მარტო ხარ მთელი ძალებით იბრძვი ყველაფრის მისაღწევად და ვიღაცის დახმარების იმედად არ ხარ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Proessor

"შენი ღმერთი", ისევე როგორც სხვა ღმერთების აბსოლიტური უმრავლესობა, ცხოვრების გასამარტივებლადაა მოგონილი :)

შემიძლია ეხლა წავიდე გადავიფარო კაპიშონი და პატარა გოგოებს ყელი გამოვჭრა, თუ გამიმარტლებს და ადამაინებმა ვერ დამიჭირეს ესეიგი მშვიდად მოივკვდები, არც იმ ბავშვების ცხოვრებას არ ქონია აზრი და არც მათ სიკვდილს ესეიგი ეს ყველაფერი ერთი დიდი სისულელე ყოფილა.

დიახ მართალს ბრძანებთ აბსოლიტური სისულელეა, არც სამოთხე და არჩ შენი ჩამოყალიბებული სხვა სამყაროები არ არსებობს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Proessor

"შენი ღმერთი", ისევე როგორც სხვა ღმერთების აბსოლიტური უმრავლესობა, ცხოვრების გასამარტივებლადაა მოგონილი :)

 

შესაძლოა...

 

დიახ მართალს ბრძანებთ აბსოლიტური სისულელეა, არც სამოთხე და არჩ შენი ჩამოყალიბებული სხვა სამყაროები არ არსებობს :)

 

კი მაგრამ მაგით შენ ფიზიკის კაონონებს ეწინააღმდეგები :) თერმოდინამიკის პირველი კანონი: არაფერი არ ჩნდება და ქრება თავისით. გამოდის რომ ის კანონები რომლებიც ამ სულელურ რეალობას ქმნის სისულელეა? ესეიგი სისულელე სისულელეში ან უაზრობა უაზრობაში? ეს უხეშად რომ ვთქვა აბსტრაქტული ალოგიკურობაა რომელიც თვით უაზრობის ლოგიკურ მნიშვნელობასაც ეწინააღმდეგება. მაშ რა გამოდის... შენ არ ცნობ იმ წესებსაც რომლებიც ეხლა საშუალებას გაძლევს რომ წაიკითხო ეს ტექსტი და შესაბამისად პასუხიც გასცე. რაღაც ნიტოა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...