epn.ge Posted March 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 “Iდს ბორჯომი საქართველო” 120 წლის გახდა. კომნპანია მომხმარებლებისთვის წელს სიახლეებს გეგმავს.http://epn.ge/wp-content/uploads/110-150x150.jpgსაიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” პრესკონფერენცია გაიმართა, თემაზე” “ბორჯომის” წარმოების 120 წლიანი ტრადიცია. კომპანიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას უნიკალური მინერალური წყლის ისტორიასა და მისი განვითარების შესახებ ისაუბრა, აქცენტები გაკეთდა კომპანიის განვითარებასა და მის სამომავლო გეგმებზეც. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძემ “ექსპრესნიუსს” განუცხადა, საიუბილეო წელს “Iდს ბორჯომი საქართველო” მომხარებელს ბევრ სიახლეს შესთავაზებს. “სიახლეა, როგორც კონკრეტულად “ბორჯომის” ბრენდის კუთხით, ასევე მის პორტფელში შემავალი სხვა ბრენდების განვითარების თვალსაზრისითაც. მაგალითად, ბაზარზე უკვე გამოჩნდა წყაროს წყლის “ბაკურიანის” ფართო ასორტიმენტი. აპრილიდან კი, “ბორჯომის” საკმაოდ აქტიური სარეკლამო კამპანია დაიწყება,” – განაცხადა კიკვაძემ. მისი თქმით, “ბორჯომის” ინდუსტრიული წარმოება საქართველოში დღეისათვის მოქმედ უძველეს წარმოებათა რიცხვს მიეკუთვნება. შეგახსენებთ, რომ ზუსტად 120 წლის წინ, 1890 წელს ბორჯომში პირველად ამუშავდა “ბორჯომის” ჩამოსასხმელი ქარხანა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts