epn.ge Posted March 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/telasi_logo-150x130.jpgქვესადგურ `თბილთეცში“ გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ელექტროენერგიას ვერ მიიღებენ ჩუღურეთის რაიონში მდებარე ორგანიზაცია-დაწესებულებები და საავადმყოფოები. კომპანია `თელასი” მაღალი ძაბვის ქვესადგურ `თბილთეცში” დაზიანებულ საკაბელო არხებზე გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. როგორც “ექსპრესნიუსს” “თელასიდან” აცნობეს, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 27 მარტის ღამის საათებში, 02:00 საათიდან 07:00 საათამდე ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. ელექტრომომარაგება შეეზღუდება აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის, დიმიტრი უზნაძის, წინამძღვრიშვილის, ჩიქობავას, ჩერნიშევსკის, მაზნიაშვილის, მამარდაშვილის, ჩიტაიას, ბუხაიძის, ჩხეიძის, თოიძისა და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს. დროის ამ მონაკვეთში ელექტროენერგიას ვერ მიიღებენ ჩუღურეთის რაიონში მდებარე ორგანიზაცია-დაწესებულებები და საავადმყოფოები. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts