epn.ge Posted March 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/shashiashvili19-150x150.jpgპოლიტიკური მოძრაობა “თეთრები” დღეს, შიდაპარტიულ დისკუსიას გამართავენ და იმაზე იმსჯელებენ, თუ სად გადის წყალგამყოფი ქართულ და არაქართულ ინტერესს, ქართულ და არაქართულ პოლიტიკურ ძალას შორის და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს დღეს პოლიტიკური ძალა, რომ იგი ქართულად იწოდებოდეს. ამის შესახებ ნათქვამია “თეთრების” სპეციალურ განცხადებაში. მოძრაობაში აცხადებენ, რომ თქმით ყველა პოლიტიკოსს პარტიის სახელწოდებაში გამოტანილი აქვთ სიტყვები: “ნაციონალური”, “ეროვნული”, “ქართული” და ა.შ. “სახელისუფლებო პარტიას “ნაციონალური” ქვია. მისი დამფუძნებლები კი ანტიქართული ცნობიერების “თავისუფლების ინსტიტუტის” ძველი თუ ახალი წევრები არიან. ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის გარედან იმართება _ ტვინს გვჭამს, რომ ქართულ საქმეს აკეთებს, რომ ქართულ სახელმწიფოს ემსახურება. ოპოზიცია, რომელიც რუსეთში დარბის, ისიც, ვინც ამერიკის ხელისუფლების კარზე დგას მონურად _ ქართულ პატრიოტიზმზე ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გვესაუბრებიან”_ აცხადებენ “თეთრები”. მოძრაობის ლიდერი, თემურ შაშიაშვილი, საზოგადოებას დაფიქრებისაკენ მოუწოდებს, რადგან მისი თქმით, საქართველოში ყველაფერს შიმშილსაც, ღალატსაც, მონობასიც, კერპთაყვანისმცემლობასაც, ომის დაწყებასაც, ომის წაგებასაც, დღეს პატრიოტიზმი ჰქვია. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts