epn.ge Posted March 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/zurab-polonikashvili981-150x150.jpgსაქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე დღეს აჭარის საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას ეწვივნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს აჭარის რეგიონში განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე, თავისუფალი ვაჭრობისა და ექსპორტის, პროდუქციის წარმოშობის სერთიფიცირებისა და დასაქმების საკითხებზე, ასევე რეგიონის საბანკო სფეროში არსებულ მდგომარეობაზე. “ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ინვესტორებს, დავეხმაროთ მათ კონკრეტული პროექტების განხორციელებაში და არსებული პრობლემების მოგვარებაში. აჭარის რეგიონში საკმაოდ დიდი პროექტები ხორციელდება, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია არა მარტო ამ რეგიონის, არამედ მთლიანად ქვეყნის განვითარებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია დედაქალაქსა და რეგიონს შორის მიდმივი კომუნიკაცია და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ინვესტიციების განხორციელება” – განაცხადა პოლოლიკაშვილმა. ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე ზურაბ პოლოლიკაშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა ექსპერიმენტალურ პროექტზე “დაბრუნება საქართველოში”, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში ქართული დიასპორის ჩართვას ითვალისწინებს. აღნიშნულ პროექტს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად ახორციელებს. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში ბათუმში ერთიანი საინვესტიციო ცენტრი გაიხსნება, რომლის ინიციატორებიც არიან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საინვესტიციო სააგენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. შეხვედრის შემდეგ ზურაბ პოლოლიკაშვილმა და ლევან ვარშალომიძემ “კემპინსკის”, “რედისონისა” და “ჰიუტონის” მშენებარე სასტუმროები დაათვალიერეს. 22 სართულიანი სასტუმრო “რედისონის მშენებლობა 2010 წელს დასრულდება, 15 სართულიანი “კემპინსკის” მშენებლობა კი 2013 წელს. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, აჭარის რეგიონისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სამშენებლო სფეროს განვითარებაა. “სწორედ ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ამჟამად ბათუმში მილიონ კვ.მეტრზე მეტი საცხოვრებელი და 350 ათას კვ.მეტრზე მეტი სასტუმრო ფართები შენდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ აჭარის რეგიონის მიმართ ტურისტების დაინტერესება დიდია”- განაცხადა ვარშალომიძემ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts