epn.ge Posted March 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/27-150x150.jpgბრიტანეთის მედია რუსეთის ფედერაციის სამხედრო საჰაერო ძალებს ინგლისის საჰაერო საზღვრების უკანონოდ გადაკვეთში ადანაშაულებს. როგორც გაზეთი თჰე თიმეს იუწყება, 10 მარტს ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში გებრიდის კუნძულებთან, რუსეთის 2 ბომბდამშენი Ту-160 დაფიქსირდა. რამდენიმე საათის განმავლობაში, მათ მოქმედებებს სამეფო საჰაერო-სამხედრო ძალები აკონტროლებდნენ. ბრიტანული გაზეთი ავიაციის ვიცე-პოლკოვნიკ მარკ გირინჟის კომენტარს აქვეყნებს, რომელიც აცხადებს, რომ 2009 წლიდან რუსეთის საჰაერო ძალებმა ბრიტანეთის საზღვრები უკვე მეოცედ დაარღვიეს. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის ბომბდამშენები ფრენებს ჩრდილო-ყინულოვან და ატლანტის ოკეანეების აკვატორიების თავზე ახორციელებდნენ და მათ არც ერთი სახელმწიფოს საჰაერო საზღვრები არ დაურღვევიათ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესს-მდივანი ვლადიმერი დრიკი აცხადებს, რომ ფრენის დროს რუსეთის ბომბდამშენებს ნორვეგიის ორი F-16 და ბრიტანეთის თორნადო თვითმფრინავები თან დაჰყვებოდნენ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts