epn.ge Posted March 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/11-150x150.jpgჩრდილოეთ-კავკასიურმა სამხედრო სასამართლომ დღეს საქართველოს მოქალაქეს და რუსეთის ფედერაციის ორ სამხედროს საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 11-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ იუწყება რუსული სააგენტო “რია-ნოვოსტი” იუწყება. გამომძიების ინფორმაციით, საქართველოს დაზვერვის რეზიდენტი მოქალაქე ზაზა ხერკელაძე 2007 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთში არალეგალურად ჩავიდა, სადაც რუსეთის პასპორტი უკანონოდ აიღო. სააგენტოს ინფორმაციით, მისი მთავარი დავალება, ჩრდილოეთ კავკასიაში, რუსეთის ნაწილებისა და სამხედრო მოსამსახურეების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით აგენტურული ქსელის ჩამოყალიბება იყო. რუსული მედიის განმარტებით, ხერკელაძეს რუსეთის მოქალაქე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე – ვიცე-პოლკოვნიკი ხვიჩა იმერლიშვილი და ვიცე-პოლკოვნიკი ბოგდანოვი ეხმარებოდნენ. “იმერლიშვილი სამხედრო ხასიათის ინფორმაციას აგროვებდა და რუსეთის ფედერაციის სამხედრო პირების კანდიდატურების შერჩევას გადმობირებისათვისთვის ახორციელებდა. ბოგდანოვი კი ე.წ. სამხრეთ ოსეთში განთავსებული ფედერალური უშიშროების სამსახურის თანამშრომელების, თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეების და სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა და გადასცემდა,”- იუწყება “რია –ნოვოსტი”. სასამართლოს ინფორმაციით, ბოგდანოვმა განხორციელებული სამუშაოსათვის საქართველოს მთავრობისაგან 6 ათასი დოლარი მიიღო. რუსული საგენტის ცნობით, იმერლიშვილის და ბოგდანოვის ქმედებები საქართველოს სპეციალური სამსახურების მუშაობის ფარგლებში შედიოდა, რომლის მიზანიც საქართველოს მთავრობისთვის ე.წ. სამხრეთ ოსეთში ოპერაციის ჩასატარებლად ინფორმაციის მოძიება იყო. დაკავებულებმა პროკურატურას აღიარებითი ჩვენებები მისცეს და ჯაშუშური საქმიანობის გარემოებები გაამხილეს. სასამართლომ ბოგდანოვს, იმერლიშვილს და ხერკელაძეს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 15, 13 და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts