Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პროგრამაში შესაძლოა მოსახლეობის რაოდენობის შემცირება მოხდეს


Recommended Posts

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების კრიტერიუმების მეთოდიკის ცვლილებასთან ერთად, შესაძლოა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაც მოხდეს.

 

 

ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ანდრია ურუშაძემ განაცხადა.

http://epn.ge/wp-content/uploads/parlamentiEPN-150x131.jpg

მისი თქმით, შეფასების კრიტერიუმების ახალი მეთოდიკის თანახმად, მოხდება იმ ოჯახების ამოღება ბაზიდან, რომლებმაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს სააგენტოს და ძალში შევა თემის აზრი, თუმცა თუ რაიონის ხელმძღვანელი და მეზობლები თვლიან, რომ ოჯახი მართლაც არის უკიდურეს მდგომარეობაში, შეიცვლება ამ ოჯახის შეფასების ქულა.

 

 

ურუშაძის განცხადებით, შეფასების კრიტერიუმიდან ამოღებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და საჩუქრები, მაგრამ ემატება ის დამატებითი ფართები, რომელიც ოჯახისათვის შესაძლოა დამატებით შემოსავლის წყაროდ იქცეს.

 

 

ცვლილების თანახმად, შემცირებულია კორექტირების ვადა იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრს გამოკითხვის დროს პასუხი შეეშალა. ასევე, სოციალურად დაუცველ ოჯახში დაბადებული შვილი, ავტომატურად ღებულობს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.

 

 

,,სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების კრიტერიუმების მეთოდიკის ცვლილება, დაკავშირებულია იმ უკმაყოფილებასთანაც, რომელსაც მოსახლეობა გამოხატავს. თუმცა ამ პროგრამის მიზანი მოსახლეობის შიმშილისაგან გადარჩენა იყო და ეს მიზანი პროგრამამ შეასრულა’’, – განაცხადა ურუშაძემ.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...