epn.ge Posted March 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 ,,ქრისტიან-დემოკრატები’’ ხელისუფლებას ბრალს ქართული ავიაკომპანიების შევიწროებაში სდებენ. როგორც http://www.epn.ge/wp-content/uploads/qristiandemokratebi5-150x150.jpgდღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის წევრმა ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, ხელისუფლების ანტიეროვნული პოლიტიკის შედეგად, ადგილობრივი ავიაკომპანიები ლიკვიდაციის ზღვარზეა მისული, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა ეროვნულ ავიაკომპანიებს ანადგურებს. მისი თქმით, კვალიფიციური ქართველი მფრინავები იძულებულები არიან, აფრიკის ავიახაზებზე სამუშაო იშოვონ და ამ გზით მიიღონ შემოსავალი, მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა ხელშეკრულებებს აფორმებს, რომლებიც საშუალებას აძლევს უცხო ქვეყნების ავიაკომპანიებს, ყველანაირი შეზღუდვის გარეშე განახორციელონ ფრენები თბილისში. ლალიაშვილის განცხადებით, უცხოურ ავიაკომპანიებს ქართული ბაზრის 80%-იანი სეგმენტი აქვს დაკავებული, თუმცა ისინი არაფერს იხდიან ბიუჯეტში და ჯამში, ყველა მათგანს ერთად, 50 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ,,იმავდროულად, ქართული ავიაკომპანიები, რომლებიც ბაზრის 20%-ს ითვისებენ და 1000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებენ, ბიუჯეტის სასარგებლოდ მილიონობით ლარს იხდიან. მსოფლიოს ყველა ქვეყანა ცდილობს, საკუთარ ავიახაზებს პრივილეგირებული თუ არა, ისეთი გარემო მაინც შეუქმნას, რომ ისინი უცხო ქვეყნების კომპანიების მიერ არ დაიჩაგრონ, საქართველოს ხელისუფლება კი პრაქტიკულად წირავს ჩვენს ეროვნულ ავიახაზებს და უკეთეს პირობებს უცხო ქვეყნებს სთავაზობს’’, – განაცხადა ლალიაშვილმა. ,,ქრისტიან-დემოკრატები’’ ქართული ავიაკომპანიებისათვის ბაზრის 40%-ის დათმობას და უცხოურ კომპანიებთან რეალურ მოცულობაზე დაფუძნებული პარიტეტული რეჟიმის შემუშავებას მოითხოვენ, რითაც ეროვნული ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნება მოხდება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts