Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს კანონი გრანტების გაცემის შესაძლებლობას მისცემს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/1-150x150.gif,,გრანტების შესახებ’’ კანონში ცვლილება შედის, რომლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს კანონი გრანტების გაცემის შესაძლებლობას მისცემს.

 

 

პროექტი დღეს პირველი მოსმენით საფინანსო-საბიუჯეტო საპარლამენტო კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა.

 

 

კანონპროექტის თანახმად ბარათში აღნიშნულია, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შესაბამისი წესდებებით ისედაც აქვთ მინიჭებული უფლება, რომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ გრანტები, თუმცა იგივე უფლებამოსილება კანონში არ იყო გაწერილი.

 

 

კანონპროექტის ავტორების შეფასებით, გარემოება კანონმდებლობის ნორმების სხვადასხვა შინაარსით ინტერპრეტირების შესაძლებლობას იძლეოდა.

 

 

კერძოდ, საგდასახდო კოდექსით დადგენილ შეღავათების სარგებლობის უფლებამოსილებას, სხვადასხვაგვარ განმარტებებს აძლევდნენ. მას შემდეგ კი, რაც გრანტების გამცემ სუბიექტთა შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირები უკვე კანონით ჩაერთვებიან, კანონპროექტის ავტორების მტკიცებით, კანონმდებლობის ნორმები ერთგვაროვნად იქნება ინტერპრეტირებული.

 

 

ამასთან, კანონპროექტის ინიციატორი მთავრობაა, ავტორი კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...