epn.ge Posted March 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/17-150x150.jpg პარტიის მთავარ საბჭოზე დღეს, “ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე” გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე წინადადებას განიხილავენ. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” მოძრაობის პრესსამსახურიდან აცნობეს. “თემურ შაშიაშვილთან დღეს საუბრის დროს ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებმა, როგორც თანამემამულე, ასევე ჩრდილოეთ ოსეთის მოქალაქე ოსებმა და ქართველებმა გამოთქვეს გულისწყვეტა იმის გამო, რომ საქართველოში არა თუ მხარდაჭერა მიიღო ყოველთა ქართველთა ასამბლეის პრეზიდენტის გოჩა ძასოხოვის ინიციატივამ “ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე გამარტივებული სავიზო რეჟიმის მიღწევის” თაობაზე, არამედ სრულიად საწინააღმდეგო და გაუგებარი შეფასებებიც მოყვა არაერთი პოლიტიკოსისა და პარტიისაგან, განსაკუთრებით ქრისტიან-დემოკრატებისაგან,”- ნათქვამია “თეთრების” განცხადებაში. მოძრაობაში განმარტავენ, რომ უკვე მოხდა შეთანხმება, აღდგომის დღესასწაულების შემდეგ, ვლადიკავკაზში “ქართულ-ოსური” დიალოგის ფორმატში შეხვედრის შესახებ. საკითხთან დაკავშირებით “თეთრები” დღეს, პარტიის მთავარ საბჭოზე იმსჯელებენ, მიღებულ პოზიციას კი მოძრაობა მედიას ხვალ გააცნობს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts