Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ეროვნული საბჭოს ლიდერებმა უკანონო პატიმრების გათავისუფლება დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვეს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/aqcia-mdzgolebi-150x132.jpg“ეროვნული საბჭოს” ლიდერებმა დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან უკანონო პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს.

 

 

საპროტესტო აქციები ამ მოთხოვნით ყოველ ხუთშაბათს, თბილისის სხვადასხვა უბანში იმართება.

 

 

“პოლიციის და პროკურატურის მიერ გამოგონილი ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე, ციხეებში ათასობით ადამიანი იხდის უკანონდ სასჯელს. ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ ადამიანების გათავისუფლებამდე შეიქმნას ციხეებში ნორმალური პირობები. სასჯელარსრულების დაწესებულებებში მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა კალმახელიზის მინისტრად დანიშვნის შემდეგ. არის სასტიკი მოპყრობის არაერთი ფაქტი, არანორმალური მდგომარეობაა ქსნის კოლონიაში და გარდა ამ პატიმრების გათავისუფლებისა, ჩვენ ვითხოვთ იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით პატიმრებთან არაადამიანურ მოპყრობაში,” – განაცხადა “კონსერვატიული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ.

 

 

“ხალხის პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა კი, ყურადღება ვადამდე გათავისუფლების საკითხზე გააკეთა.

 

 

“ხელისუფლება არავის არ აძლევს ვადამდე გათავისუფლების საშუალებას, პატიმარს, რომელიც მოიხდის სასჯელის გარკვეულ ოდენობას, ეხება ვადამდე გათავისუფლება. თუმცა, ეს ინსტიტუტი პრაქტიკულად გაუქმებულია. ათასობით ადამიანი იხდის უკანონოდ სასჯელს მიუხედავად იმისა, რომ მათ ეხებათ პირობით ვადამდე გათავისუფლება,” – აღნიშნა დავითაშვილმა.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...