epn.ge Posted March 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საhttp://www.epn.ge/wp-content/uploads/dollarr-150x131.jpgქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალაში, 209 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 9 პროცენტით მეტია. მათივე ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებთან 52 მლნ აშშ დოლარი იყო, წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებზე 53 პროცენტით მეტია; ხოლო იმპორტი – 157 მლნ აშშ დოლარი, შესაბამისად 0,2 პროცენტით ნაკლები. საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 24 პროცენტი და იმპორტში 26 პროცენტი. ამ ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 27 პროცენტი. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts