epn.ge Posted March 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია დღეს http://www.epn.ge/wp-content/uploads/14-150x150.jpg თავდადებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. დემეტრე II 1270-1289 წლებში მეფობდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, 11 წლის ასაკში ის მონღოლებმა აღმოსავლეთ საქართველოში მეფედ დაამტკიცეს და მცირეწლოვანების გამო, მეურვედ მონღოლთა ყაენის ნდობით აღჭურვილი პიროვნება სადუნ მანკაბერდელი დაუნიშნეს. მონღოლთა ბატონობის გამო, დემეტრეს მეფობის დროს ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. 1289 წელს ილხანთა მონღოლური სახელმწიფოს პირველ ვაზირს ბუღას ყაენის წინააღმდეგ შეთქმულება დაჰბრალდა, რის გამოც იგი სიკვდილით დასაჯეს. 1289 წლის 12 მარტს მოვაკანში, მდინარე მტკვრის პირას დემეტრეს თავი მოჰკვეთეს. მეფის ცხედარი კათოლიკოს-პატრიარქმა აბრაჰამმა და მოსე მღვდელმა ფარულად გამოისყიდეს, თბილისელმა ვაჭრებმა კი საქართველოში ჩამოასვენეს. ის სვეტიცხოვლის ტაძარშია დაკრძალული. ქართულმა ეკლესიამ დემეტრე II წმინდანად შერაცხა. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია დღეს ავტოკეფალიის აღდგენასაც აღნიშნავს. ავტოკეფალიის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დღეს, 12 საათზე პარაკლისს აღასრულებს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts