epn.ge Posted March 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სპეციალური რეპორტაჟის“ წამყვანის, ჟურნალისტ ნათია კობერიძის პასუხისმგებლობის საკითხზე დღეს იმსჯელებს.http://www.epn.ge/wp-content/uploads/iaa1-150x150.jpg ნათია კობერიძე ეთიკის ქარტიის ხელმომწერია. როგორც ქარტიის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მის მიერ უხეშად არის დარღვეული ჟურნალისტიკის სტანდარტები. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით, 13 მარტს, გადაცემა „სპეციალურ რეპორტაჟში“ „ქრონიკის“ „მოდელირებული გამოშვება“ გავიდა, სადაც 2010 წლის 7 ივნისის მოვლენები ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს ოპოზიციამ არჩევნები წააგო, აჯანყდა, ამით რუსეთმა ისარგებლა და საქართველოს სრული ანექსია განახორციელა, გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაციის შესახებ. ტელეკომპანია „იმედის“ ვერსიით, ოპოზიციის ნაწილი რუსეთს საქართველოს ანექსიაში დაეხმარა. იმიტირებულმა “ქრონიკამ” საზოგადოებაში პანიკა და შოკი გამოიწვია. ხმაურიან მოდელირებულ საინფორმაციო გამოშვებას საერთაშორისო გამოხმაურებაც მოჰყვა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted March 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 გადმოვიტანოთ. საინტერესო თემაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.