epn.ge Posted March 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/32-150x150.jpgმიმდინარე წლის მაისში, საქართველოს ეკონომიკაში ქართული დიასპორის ჩართვის მიზნით ბიზნესფორუმი გაიმართება. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმს ტურის სახე ექნება, რომლის ფარგლებშიც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნობიან. ისინი საქართველოში შექმნილ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებსა და სხვადასხვა ტურისტულ ადგილებს მოინახულებენ. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რომელიც უცხოეთში მოღვაწე ყველა წარმატებულ ქართველ ბიზნესმენს შესაძლებლობას აძლევს, თავიანთ ქვეყანაში დააბანდონ კაპიტალი და წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts