epn.ge Posted March 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/bagaturia-jondi01-150x130.jpgდამოუკიდებელი დეპუტატის, ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, გვანტანამოს ციხიდან საქართველოში პატიმრების ჩამოყვანით ქვეყანაში საფრთხეების რისკი იზრდება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბაღათურიამ განაცხადა, ამერიკისა და ბრიტანეთის სპეცსამსახურები ვერ უზრუნველყოფენ სათანადო უსაფრთხოებას საკუთარ ქვეყნებში იმ ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენლების გამო, რომლებიც გუანტანამოს ციხეში სხედან. მისი თქმით, გვანტანამოს 200-მდე პატიმარი თუ საფრთხეებს არ წარმოადგენს, მაშინ გაურკვეველია, თავად ამერიკას რატომ არ მიჰყავს ისინი საკუთარ სახელმწიფოში. ,,ხელისუფლებამ ამ სამი პატიმრის საქართველოში ჩამოყვანით კიდევ ერთხელ მოიწონა თავი ამერიკის წინაშე. იმის თქმა, რომ საქართველო ეხმარება ამერიკას ირონიაა და მეტი არაფერი. პატიმრების საქართველოში ჩამოყვანა საფრთხეებს იმათთვის არ წარმოადგენს ვინც ესკორტით დადის, არამედ მოქალაქეებისთვის ვინც მეტროთი გადადგილდება’’, – განაცხადა ბაღათურიამ. დეპუტატი ხელისუფლებას მოუწოდებს, გუანტანამოს ციხიდან პატიმრების ჩამოყვანისა და მათთვის თანხების დახარჯვის ნაცვლად, ამ ფინანსებით პენსიები გაზარდონ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts