epn.ge Posted March 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/logo1.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო ჯარების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით მკაცრ პროტესტს გამოთქვამს და მოითხოვს, შეწყდეს ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ქართველი და ოსი მოსახლეობის უფლებების დარღვევა. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ახალგორში #3 სკოლის დანგრევის ფაქტთან დაკავშირებით, საგარეო უწყებამ დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა. “აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს რუსი ოკუპანტების მიერ ეთნიკური წმენდისა და დისკრიმინაციის პოლიტიკის გაგრძელებას და კიდევ ერთხელ ნათლად მეტყველებს, რომ რუსეთი იგნორირებას უწევს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, მათ შორის ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ფუძემდებელ უფლებას – მშობლიურ ენაზე მიიღოს განათლება,”- მიიჩნევს დიპლომატიური უწყება. სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, მკაცრი შეფასება მისცეს მომხდარ ფაქტს და აიძულოს რუსეთის მხარე, განუხრელად შეასრულოს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები. დიპლომატიურ უწყებაში განმარტავენ, რომ ოკუპანტებმა სკოლა სახლის აშენების მოტივით დაანგრიეს. სკოლის 150 ქართველი და ოსი მოსწავლე იძულებით სხვა სკოლაში გადაიყვანეს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts