epn.ge Posted March 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2010 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში ესტონეთის, პოლონეთის, ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს, ასევე ლიტვის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, კერძოდ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის სადესანტო ძალების გადასხმასა და იქ მიმდინარე სამხედრო წვრთნებზე. აღინიშნა, რომ მსგავსი ინციდენტები საფრთხეს უქმნის რეგიონში სტაბილურობას და უსაფრთხოებას და წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციას. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts