epn.ge Posted March 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/4365-150x150.jpgკომპანია “ყაზბეგის” რუსთავის ქარხნის პირველი სართული და ეზო ამ დრომდე პარალიზებულია. დღეს მომხდარი ცისტერნების ჩამონგრევის შედეგად, საწარმოს ეზოში 800 ტონა ლუდია დაღვრილი. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს”, კომპანია “ყაზბეგის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა სხიერელმა განუცხადა. მისი თქმით, საწარმოში ლუდის ცისტერნების გადაიარაღება ხდებოდა და ამ მიზნით, 18 ცისტერნა საწარმო პროცესთან უფრო ახლოს უნდა დამონტაჟებულიყო. საგანგებო საწარმოო შემთხვევის შედეგად, როგორც მას კომპანიაში უწოდეს, არავინ დაზიანებულა. შეგახსენებთ, რომ დღეს, დაახლოებით 17:30 წუთზე კომპანია ”ყაზბეგის” რუსთავის ქარხანაში 100 ტონიანი ცისტერნა ჩამოინგრა, რომელმაც წინა 14-ის ჩამოშლაც გამოიწვია. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts