epn.ge Posted March 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2010 უცხოეთში მყოფ 120 ქართველ სტუდენტს 2010 წლის თებერვლიდან დაფინანსება არ მიუღიათ, რის შედეგაც მათ არსებობის პრობლემა შეექმნათ. საქართველოს მთავრობამ უცხოეთში მყოფი სტუდენტები ულუკმაპუროდ დატოვა. ამის შესახებ დღეს “რესპუბლიკური პარტიის” ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, პარტიის ერთ-ერთმა წევრმა სოფო ხორგოვანმა განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ქართველი სტუდენტების სამაგისტრო პროგრამების დაუფლებას “განვითარებისა და რეფორმების ფონდი” აფინანსებდა, ფონდის დახურვის შემდეგ კი, 2010 წლის 28 იანვარს სტუდენტების დაფინანსება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოვალეობაში გადავიდა. “ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღესვე გააკეთოს განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით და დოკუმენტურად დაადასტუროს, რომ საზღვარგარეთ მყოფ ყველა სტუდენტს მათი კუთვნილი სტიპენდია გადაერიცხათ. Dასევე, დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვისი არაპროფესიონალიზმის გამო სტუდენტებს ფინანსური პრობლემები შეექმნათ,”_ განაცხადა სოფო ხორგოვანმა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts