Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ხეთაგური: რუსეთი და საქართველო ენერგეტიკულ სექტორში პარტნიორები არიან


Recommended Posts

ენერგეტიკულ სექტორში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე და მიმდინარე და სამომავლო ენერგეტიკულ პროექტებზე

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა http://epn.ge/wp-content/uploads/4-150x150.jpg

დღეს სასტუმრო “რედისონში” ყოველწლიური ნავთობის, გაზის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მე-9 საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა.

 

 

მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი თურქეთთან დამაკავშირებელ ახალ ელექტროგადამცემ ხაზზე გააკეთა.

 

 

“ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა 2012 წელს დაიწყებს ფუნქციონირებას, რის შემდეგაც ქვეყანას საშუალება ექნება ევროპულ ქვეყნებს, თურქეთის გავლით, ელექტროენერგია მიაწოდოს”, – განაცხადა მინისტრმა.

 

 

ხეთაგურმა ასევე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე და თანამშრომლობაზე ენერგეტიკულ სექტორში ისაუბრა. მისი განმარტებით, რუსეთი და საქართველო არიან პარტნიორები ენერგეტიკულ სექტორში და საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტს და აღებული ვალდებულებების შესრულებას 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს და მას შემდეგაც განაგრძობს.

 

 

კონფერენციაზე ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე და არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრების მოადგილეებმა, კომპანია შOჩAღ-ის დირექტორმა, UშAID-ის ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის ოფისის ხელმძღვანელმა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლებმა.

 

 

კონფერენციის პარალელურად მიმდინარეობს გამოფენა, რომელშიც რამდენიმე ენერგეტიკული კომპანია სტენდით არის წარმოდგენილი. კონფერენციაში 15 ქვეყნის დელეგატები იღებენ მონაწილეობას.

 

 

მე-9 საერთაშორისო კონფერენცია-გამოფენა ორ დღეს გაგრძელდება

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...