Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - “ლეიბორისტები” გუანტანამოს ციხის პატიმრების საკუთარ ქვეყნებში დაბრუნებას ითხოვენ


Recommended Posts

http://epn.ge/wp-content/uploads/8-150x150.jpg“ლეიბორისტული პარტია” გუანტამოს ციხიდან საქართველოში გადმოყვანილი 3 პატიმრის საკუთარ ქვეყნებში დაბრუნებას ითხოვს.

 

 

ამის შესახებ, დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ განაცხადა.

 

 

მისი შეფასებით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ ფაქტით ცდილობს, გული მოულბოს აშშ-ს ადმინისტრაციას და პრეზიდენტ ობამას, რათა მასთან შეხვედრას მიაღწიოს.

 

 

“სააკაშვილი სკამის გადასარჩენად მზადაა ქვეყანა დაუპირისპიროს ჩვენს მეზობელ მილიარდიან მუსულმანურ სამყაროს. ის ქვეყანაში პატიმრების იმპორტს ეწევა და საქართველოს საფრთხის ქვეშ აყენებს,”_ განაცხადა ძაგანიამ.

 

 

მისი თქმით, საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატი ჩვენ ქვეყანას ასეთ რამეს არ ავალდებულებს და ამის გაკეთება აუცილებელი ნამდვილად არ იყო.

 

 

“უთავმოყვარეო პრეზიდენტის” დაუფიქრებელი ნაბიჯი, დიდი საფრთხის ქვეშ გვაყენებს. ეს ქმედება სააკაშვილის ისტორიის კიდევ ერთი მახინჯი ფურცელია,”_ დასძინა ძაგანიამ.

 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველომ გუანტანამოს ციხიდან 3 პატიმარი მიიღო.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...