epn.ge Posted March 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/davitashvili4-150x150.jpg“ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი საქართველოში აშშ-ს გუანტანამოს ციხიდან 3 პატიმრის გადმოყვანას აპროტესტებს. “ის ფაქტი, რომ გუანტანამოს ციხეში მყოფი ადამიანები საქართველოს ფარგლებში თავისუფლად იცხოვრებენ, მეტყველებს იმაზე, რომ აშშ _ს ადმნისტრაცია საქართველოს დიდ ციხედ განიხილავს, რაც ჩვენთვის შეურაცმყოფელია, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობას ასახავს,”_ აცხადებს კობა დავითაშვილი. მისი თქმით, პატიმრების საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, რასაც “ხალხის პარტია” აპროტესტებს და მიუღებლად მიიჩნევს. დავითაშვილი ამბობს, რომ გუანტანამოს ციხის პატიმრების საქართველოში ყოფნა, ქვეყანაში ტერორისტულ საფრთხეს ქმნის. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts