epn.ge Posted March 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2010 “http://epn.ge/wp-content/uploads/qristiandemokratebi4-150x150.jpg” მერობის კანდიდატი გია ჭანტურია, თბილისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ -მასწავლებლებს შეხვდა. მერობის კანდიდატმა სტუდენტებს და პროფესორ მასწავლებლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. “თბილისის მოსახლეობა იმდენად შეეჩვია კატასროფულად მაღალ ტარიფს რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული დაბალი ფასები დაუჯერებელი და არარეალური ეჩვენებათ. ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, ჩვენი მერობის კანდიდათან ერთად, სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს ავუხსნათ, თუ როგორ ვაპირებთ დაბალი ტარიფების მიღწევას,”- განაცხადა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ. გია ჭანტურიამ განათლების სისტემის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა რომ მისთვის ეს სფერო პრიორიტეტული იქნება და მისი გამარჯვების შემთხვევაში, ყველაზე დიდი ინვესტივცია სწორედ განათლებაში ჩაიდება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts