ძუკუ Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 shamili ამასწინათ მოვთხოვეთ პარლამენტს რომ ოფიციალურად დაესვა საქართველოს ხელისუფლებას რომ გაეროს გენერალურ ასამბლეას ( სადაც რუსეთს ვეტოს უფლება არ აქვს ) ეცნო რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში აგრესორად და გენოციდის მომწყობ მხარედ ( რაც ეთნოწმენდაზე უფრო მძიმე მუხლია ),კარგი იქნებოდა მაგ ხალხს ჯერ გენოციდის განმარტებაში ჩაეხედა.თანაც მე რამდენჯერმე აგიხსენით რომ ასეთი სახით რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუცია გენერალურ ასამბლეაზე არა გავა. კიდევაც რომ გავიდეს მას უშიშროების საბჭოსგან განსხვავებით იურიდიული ძალა არ აქვს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 რუსული აგენტურული ძალების წინააღმდეგ ამის წინააღმდეგი ვარ და არ გადამაფიქრებინოთ მოსვლა. აგენტებს თავი დაანებეთ. მაგ საქმეს სახელმწიფო მოუვლის და მაგ ოპოზიციას (?) უფლება არა აქვს ვინმეს იარლიკები მიაწეროს. ისე, ბატონო შამილ, რომელი იქნება მთავარი მიტინგზე, დეოკუპაცია თუ "აგენტურა"? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 (edited) ბატონო ბადრი არ მგონია თქვენ შეგეძლოთ იმის გადაწყვეტა ვის რაზე აქვს საუბრის უფლება, მით უმეტეს როდესაც საქმე ირაკლი წერეთელს, გურამ გოგბაიძეს, იასონ ფავლენიშვილსა და გელა ჩორგოლაშვილს ეხება. ვის რისი უფლება აქვს ამას საზოგადოება დაადგენს. მიტინგის მთავარი თემა იქნება დეოკუპაცია და ქართული პოლიტიკური ძალებისთვის მოწოდება წარმართონ პოლიტიკა დეოკუპაციის კუთხით. შესაბამისად გვერდს ვერ ავუქცევთ კოლაბორაციონისტ პოლიტიკანებს. რაც შეეხება აგენტებს ჩვენ არავის არაფერ იარლიყს არ ვაწებებთ, უბრალოდ მოვითხოვთ ლუსტრაციის კანონის მიღებას, რის შემდეგაც მოხდება პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვანი გაფილტვრა აგენტურისგან ბატონო ძუკუ არც ამერიკის კონგრესის მიერ რუსეთის იმპერიის მხრიდან ქართველთა გენოციდის ცნობას არ ექნება ძალა ?ან რატომ უნდარ ვიმკითხაოთ მე და თქვენ ექნება თუ არა იურიდიული ძალა გაეროს გენერალურ ასამბლეის შემუშავებულ დოკუმენტს აგრესიისა და გენოციდის შესახებ. შევიტანოთ, ვკარგავთ რამეს ? იქნებ გამოიღოს გარკვეული შედეგი. Edited March 29, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შაქროII Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 რას იზამს ეს ორგანიზაცია არჩევნების გაყალბების შემთხვევაში?დაიცავს სააკაშვილს პატრიოტული მოტივებით თუ მოთხოვს პასუხს? მოვითხოვთ ლუსტრაციის კანონის მიღებას, რის შემდეგაც მოხდება პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვანი გაფილტვრა აგენტურისგან1 აგენტებს ვტხოვს მეორენი გამოავლინონ?ვტქვატ მიეღოთ ეს კანონი 3 წლის წინ გამოავლენდნენ ბურჯანაძეს და ნოღაიდელს? რაა მიზანი დღეს? კუდიანებზე ნადირობა თუ ხელისფლების მშვიდობიანად შეცვლა?რა იყო ეროვნული მოძრაობის მიზანი 80იან წლებში ლუსტრაციის კანონი თუ კომუნისტების წასვლა ხელისფლებიდან და დამოუკიდებლობა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 (edited) საწყისი მიზანი დამოუკიდებლობა მიღწეულია. ეროვნული მოძრაობის ამჟამინდელი მიზანია საქართველოს სრული დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დამოუკიდებლობის განმტკიცება, ძლევამოსილი, ჰიპერმილიტარისტული სახელმწიფოს შექმნა.ასევე აუცილებელია ლუსტრაციის კანონის მიღება. ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასი თვითმმართველობის არჩევნებს არ თვლის იმ კალიბრის მოვლენად რაზეც შეიზლება დავხარჯოთ დრო და ვისაუბროთ. არჩევნების გაყალბების შემთხვევაში საზოგადოებას შეუძლია გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი ( ვიმეორებ ჩვენ არ გვაინტერესებს თვითმმართველობის არჩევნები და წვრილმანი მოვლენები ), ხოლო თუ მათი საპროტესტო აქციებს მოყვება რუსეთის საოკუპაციო ჯარების შემოსვლა ,, მოსახლეობის დაცვისა'' და პრეზიდენტის გადაყენების მიზნით. საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასი იბრძოლებს ( შესაძლებლობის ფარგლებში ) ოკუპანტების წინააღმდეგ Edited March 29, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შაქროII Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 (edited) ხოლო თუ მათი საპროტესტო აქციებს მოყვება რუსეთის საოკუპაციო ჯარების შემოსვლაშეუძლებელია საპროტესტი აქციას მოყვეს რუსეტის ჯარების შემოსვლა ეს ერტი.მეორე რუსის ჯარი უკვე შემოსულია და დგას საქ. ტერიტორიაზე.მესამე ტქვენ სრული უფლება გაქვტ არაფრად ცააგდოთ ადგილობრივი არჩევნები მაგრამ საზ. დიდი ნაწილი და მატ შორის ხელისუფლება და დასავლეტი ყოველ შემტხვევაში ტბილისში ამ არჩევნებს ანიჭებს დიდ მნიშვნელობას. განძრახ თუ უნებლიეთ არჩევნების საკითხიდან ყურადღების აქცენტის გადატანა სხვა საკითხზე მით უმეტეს აპრილ მაისში არის რბილად რომ ვტქვატ არასწორი. გეტანხმებიტ რომ 9 აპირილს უნდა მოეწყოს დიდი მიტინგი. ასევე გეტანხმებით რომ ამ მიტინგზე არაფერი ესაქმება ბურჯანაძე ნოღაიდელს და სხვებს. ასევე გეტანხმებიტ რომ რუსეტის აგრესიის წინააღმდეგ სამოქაალქო პროტესტის დაფიქსირება აუცილებელია ამ მიტინგზე. მაგრამ მხოლოდ 1 დღე. აპირებტ ტუ არა პერმანენტულ მიტინგებს ამ აპრილ-მაისში? რა პოზიცია გექნებატ გაყალბების შემტხვევაში თუ ხელიუფლება დაარბევს საპროტეტო აქციებს?რა იქნება ტქვენი პოზიცია "რა დროს არჩევნებია და პროტესტია რუსი 40კმში დგას?"თUმცა ეს უკვე ტქვა წერეტელმა რაც ჩემის აზრით დიდი შეცდომაა როგორც მინიმუმ. საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასი იბრძოლებს ( შესაძლებლობის ფარგლებში ) ოკუპანტების წინააღმდეგოკუპანტის წინააღმდედ სახელმწიფომ და მისმა ჯარმა/მოქალაქეებმა უნდა იბრძოილონ და არა ცალკეულმა სამოქაალაქო ტუ პოლიტ ორგანიზაციებმა.ცხადია საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემტხვევაში არავიტარი მიტინგობანა საპროტესტო გამოსვლები არ იქნება და ეს შეუძლებელიცაა Edited March 29, 2010 by შაქროII Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 არ მგონია თქვენ შეგეძლოთ იმის გადაწყვეტა ვის რაზე აქვს საუბრის უფლება, მით უმეტეს როდესაც საქმე ირაკლი წერეთელს, გურამ გოგბაიძეს, იასონ ფავლენიშვილსა და გელა ჩორგოლაშვილს ეხება. თქვენ გავიწყდებათ ბატონო შამილ, რომ მე მაქვს უფლება საჯაროდ გამოვთქვა ჩემი აზრი ნებისმიერი პოლიტიკოსის (ვიმეორებ, პოლიტიკოსის) შესახებ. რაც შეეხება გადაწყვეტას, მე გენპროკურორიც რომ ვიყო, სასამართლოს გარეშე არც კი ვიფიქრებდი რამეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 (edited) 1. აქციების ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება ჩვენი მოძრაობის სახსრებზე. რომ შეგვეძლოს არა მარტო მაისში არამედ სრულ დეოკუპაციამდე თბილისიდან ენგურის ხიდამდე და ოტავადან ვაშინგტონამდე დღე და ღამე არ დავშლიდით აქციებს დეოკუპაციის მოთხოვნით. უბედურება ისაა რომ ზოგიერთს მერის და თვითმმართველობის არჩევნები მთავარი გონია და დეოკუაპციის საკითხი ყურადღების გადატანა. 2. იმ ინტერვიუში რომელიც თქვენ ახსენეთ ირაკლი წერეთელმა გარკვევით თქვა. მართალია ოპოზიციის ვითომრადიკალური ნაწილი არის პრორუსული, მოღალატეობრივი და კოლაბორაციონისტული და მატი აქციებიც შესაბამისად იქნება ანტიეროვნული, კოლაბორაციონისტული სულისკვეთების, მაგრამ ხელისუფლებამ მაინც არ უნდა დაარბიოს მათი აქციები იმ შემთხვევაში თუ ისინი არ გადავლენ ღიად კოლაბორაციონისტულ ქმედებებზე და არ გამოვლენ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. არაფერი ჭექა ქუხილის ამტეხი არ არის ეს კურდღელი, ვითომრადიკალური, ანტიეროვნული, პრორუსული, მოღალატეობრივი ოპოზიცია ( მთელ ოპოზიციურ სპექტრს რა თქმა უნდა არ ეხება ). სამაგიეროოდ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ გაზაფხულზე საქართველოში ( და შემდეგ მთელ მსოფლიოში ) ატყდეს და საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე გაგრძელდეს ანტირუსული ( მხოლოდ ანტისაოკუპაციო გაგებით ), ანტისაოკუპაციო, ეროვნული ჭექა ქუხილი Edited March 29, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შაქროII Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 (edited) უბედურება ისაა რომ ზოგიერთს მერის და თვითმმართველობის არჩევნები მთავარი გონია და დეოკუაპციის საკითხი ყურადღების გადატანა.ანუ რა ჯერ "დეოკუპაცია და მერე დემოკრატია" ესაა ტქვენი პოზიცია? მე მგონი უზურპატორ სააკაშვილის სატყუარა ლოზუნგიც სწორედ ესაა 1. აქციების ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება ჩვენი მოძრაობის სახსრებზე. რომ შეგვეძლოს არა მარტო მაისში არამედ სრულ დეოკუპაციამდე თბილისიდან ენგურის ხიდამდე და ოტავადან ვაშინგტონამდე დღე და ღამე არ დავშლიდით აქციებს დეოკუპაციის მოთხოვნით.დეოკუპაციის და რუსეტისტვის სამშვიდობოს სტატუსის მოხსნის მოტხოვნიტ ტარდებოდა აქციები რუსეტის საელჩოსტან მაგრამ წერეტელი იქ არავის უნახავს, ხელისუფლებაც ხელებს ასავსავებდა ახლა არაა სტატუსის მოხსნის დროო. ტქვენ როოგრ ფიქრობტ ამ ქვეყანას ხელისუფლება ყავს? თუ ჰო მან არ უნდა მოითხოვოს პირველ ყოვლისა დეოკუპაცია? არ მიტხრატ ეხლა ხალხის ნება უნდა გამოიხატოსო. არ ჭირდება სუვერენული ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ დეოკუპაციას მიტინგები და ხალხის ნების გამოხატვა..ეს აქსიომაა. რაც შეეხება პერმანნეტულად რუსტაველზე დგომას დეოკუპაციის მოტხოვნიტ, ბოდიშით მაგრამ ეს მანანას ქალების აქციას უფრო მაგონებს სააკაVილის დასაცავად. ამ ქვეყანას დღეს ყავს 2 მტერი 1 რუსეტი რომელიც დგას 40კმში ტბილისიდან და მეორე ეს ხელისფლება რომელიც ზის ტბილისში. რომელი უფრო გაკეტებადია დღეის მდგომარეობით ამ ხელისფლების დამარცხება არჩევნებში 2 ტვეში თუ რუსეთის მიერ დეოკუპაცია? მახსოვს ტავად წერეთელი უწოდებდა კურდღელს სააკაშვილს 7 ნოემბრის მერე და რა შეიცვალა მას შემდეგ გარდა იმისა რომ ამ კურდღელმა ახალგორი და კოდორიც რუსეთს გადაუფორმა? ცხადია დეოკუპაციის მოთხოვნაში გეტანხმებით და ყველა პატრიოტი ქარტველი დაგეტანხმებატ მაგრამ ჯერ დეოკუპაცია ტბილისისდან და ადგილობრივი ხელისუფლებიდან სააკაშვილის და მისი ხროვის დეოკუპაციით უნდა დავიწყოთ. ნახავდიტ ინფოს კეზერეშვილის წასვლის შესახებ..არასწორიც რომ იყოს ის მაინც ასე დაამტავრებს სხვა გზა არ აქვს. და გოროზია რომ მოუძღოდა დასავლეტიდან რუსის ჯარს და კეზერაშვილ ახალაია იომებს დეოკუპაციისთვის? შრტავას ამ სტატიაზე რას ფიქრობთ?http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/129789.htmlროგორც ბ. ირაკლი წერეტელი ამბობდა 2007 ნოემბრის დროს შარტავა მაგის ერტერტი ახლო მეგობარია. და მაშინ მათი პოზიციებიც ტანხვდებოდა.დღეს სხვაგვარადაა? პ.ს.არ გამოვრიცხავ რომ ტქვენი პოზიციაც იგივეა რაც დემოკრატიული პროდასავლური ოპოზიციის ნაწილისა ...ნოღაიდელ ბურჯანაძეს გამოვრიცხავ ..ვნახოთ რა იქნება..საინტერესო მაის-ივნისი გველის წინ იმედია...და შეიძლება შემოდგომაც Edited March 29, 2010 by შაქროII Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 მე მგონი უზურპატორ სააკაშვილის სატყუარა ლოზუნგიც სწორედ ესაა ვინ უშლიდათ რესპებს, ალასანიას, შალიკოს, გუბაზის და ა. შ. თვითონ მოეფიქრებინათ ეს საჭირბოროტო თემა? რამდენია კიდევ ასეთი საკითხი? სად არიან ზემოთდასახელებულები? მერე იტყვიან სატყუარააო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შაქროII Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 (edited) ბადრი_წიქორაძე ვინ უშლიდათ რესპებს, ალასანიას, შალიკოს, გუბაზის და ა. შ. თვითონ მოეფიქრებინათ ეს საჭირბოროტო თემა?ვერ გავიგე ბატონო ბადრი...თუ ტქვენ მხედველოაბში გავთ რატომ არ აფიქსირებენ ეს პარტიები პოზიციას ამ ორგანიზაციის მიერ წამოწყებული-დაგეგმილი აქციის შესახებ შემიძლია გითხრათ რომ ჩემის აზრით ელიან რა პოზიციას დაიკავებს ეს ორგანიზაცია არცევნების შედეგების მიმარტ თუ გაყალბდა რასაკვირველია..რაც შეეხება დეოკუპაციას...ტქვენ გჯერატ რომ სააკაშვილის რეჯიმის პირობებში ამ საკიტხში ტუნდაც 1 ნაბიჯით წინსვლა იქნება?წინვლა კი არა 2 ჯერ შეხვდა ჩუმად სააკაშვილი სომხეტის პრეზიდენტს აჭარაში და გახსნა ლარსი..დეოკუპაცია კი არა კავკასიონის მტელ სამხრეტ კალტების დაკარვის საფრტხე დგას. ორნივ ტკბილია ძმობილო,მე მახსოვს:ორთავ ტკბილია ძმობილომირჩევნის ორთავ თვალზედა Edited March 29, 2010 by შაქროII Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 (edited) ვინ უშლიდათ რესპებს, ალასანიას, შალიკოს, გუბაზის და ა. შ. თვითონ მოეფიქრებინათ ეს საჭირბოროტო თემა? რამდენია კიდევ ასეთი საკითხი? სად არიან ზემოთდასახელებულები? მერე იტყვიან სატყუარააო? ვინ უშლიდა და ის უშლიდა ვინც მაგ ხალხს პარტიებს უფინანსებს ( რესპებზე ზუსტად ვერ ვიტყვი ). მიხვდებით რომელ ქვეყნის სპეცსამსახურებზეც მაქვს საუბარი. ირაკლი წერეთელი აბსოლიტური ფინანსური ვაკუუმის პირობებში იმას მაინც ახერხებდა და ახერხებს ამერიკის ადმინისტრაციასთან გზავნიდა და გზავნის დოკუმენტებს საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნით. მარტო სახლში მაქვს ამერიკაში გაგზავნილი რამდენიმე ათეული დოკუმენტის ასლი Edited March 29, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 (edited) ბატონო შაქრო ირაკლი წერეთელი 2007 წელს კი არა მიანიჭა თუ არა შევარდნაძის ხროვამ რუსებს სამშვიდობო მანდატი და შეათრია თუ არა ესენგეში საქართველო მაგ დროიდან მოყოლებული მოღალატეს უწოდებდა და უწოდებს ყველას ვინც საქართველო ესენგეში შეათრია და აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსებს სამშვიდობო მანდატი მისცა. ირაკლი წერეთელი ესენგედან გამოსვლას და რუსებისთვის სამშვიდობო მანდატის გაუქმებას მაშინ მოითხოვდა როცა გამყრელიძე გაჩეჩილაძე შევარდნაძის ძმისვილთან და კახა თარგამაძესთან ერთად ბიზნესს აწყობდნენ ( დაუფასდათ კიდეც ეგ კონფორიზმი, დღეს გამყრელიძესაც და გაჩეცილაძესაც მშვენიერი ფინანსური მდგომარეობა და შესაბამისად ძლიერი პოლიტიკური ჯგუფები ჰყავთ.ირაკლი წერეთელი ესენგედან გამოსვლას, რუსებისთვის სამშვიდობო მანდატის გაუქმებას და მათთვის ოკუპანტის სტატუსის მინიჭებას მაშინ მოითხოვდა როცა ალასანია შევარდნაძის უშიშროების მინისტრი იყო და ისე აინტერესებდა ესენგედან გამოსვლა და რუსებისთვის მანდატის გაუქმება როგორც ჩინური ენის გრამატიკული პრობლემები ( იგივე ითქმის სააკაშვილზეც რატომღაც მის მომხრედ რომ მომიაზრებთ ).საქმე ისაა რომ ირაკლი წერეთლის გამოსვლებს და მოთხოვნებს სათანადოდ არავინ აშუქებს და არც ადრე ასუქებდა, მაგრამ თქვენ დარწმუნებული ვარ იცით რომ ირაკლი წერეთელი დღიდან შევარდნაძის ხროვვის მიერ ქვეყნის ესენგეში შეთრევისა და რუსი სალდაფონებისთვის სამშვიდობო მანდატის მინიჭებისა 2008 წლის აგვისტომდე ყველა გამოსვლაში ესენგედან გამოსვლას, რუსებისთვის სამშვიდობო მანდატის გაუქმებას და მათთვის ოკუპანტის სტატუსის მინიჭებას მოითხოვდა. და ეს თქვენც და ყველა ფორუმელმაც შესანიშნავად იცით. ჩვენი მოძრაობა წინააღმდეგია ლარსის გახსნისა . გამოვიდა რომელიმე ოპოზიციონერი ( საპარლამენტო ოპოზიციის და ძველი ეროვნული ძალების გარდა ) და დააფიქსირა უარყოფითი პოზიცია ლარსის გახსნის მიმართ ? ჩვენ აქციაზეც ავღნისნეტ და დოკუმენტშიც გვიწერია რომ ლარსის გახსნა არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ერთი შეკითხვა მაქვს, შარშან გაზაფხულზე ოთხი თვე რომ აქციები მიდიოდა თბილისის ცენტრში რომელიმე ოპოზიციონერს ანტისაოკუპაციო, ანტირუსული მუხტი შეუტანია გამოსვლაში ? ერთი სიტყვით მიუმართავტ მსოფლიოსთვის და მოუთხოვიათ საქართველოს დეოკუპაცია ? დაადანაშაულეს ერთხელ მაინც აქციებზე რუსეთი საქართველოს ოკუპაციაში ? რაზე მეტყველებდა ეგ ? Edited March 29, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ზარაზა Posted March 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 shamili ერთი შეკითხვა მაქვს, შარშან გაზაფხულზე ოთხი თვე რომ აქციები მიდიოდა თბილისის ცენტრში რომელიმე ოპოზიციონერს ანტისაოკუპაციო, ანტირუსული მუხტი შეუტანია გამოსვლაში ? ერთი სიტყვით მიუმართავტ მსოფლიოსთვის და მოუთხოვიათ საქართველოს დეოკუპაცია ? დაადანაშაულეს ერთხელ მაინც აქციებზე რუსეთი საქართველოს ოკუპაციაშიდეოკუპაციაზე სიტყვა არ დაძრულა მაგ აქციებზე!!!რაზე მეტყველებდა ეგ ?კარგზე არაფერზე.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 (edited) გეთანხმებით რომ სააკაშვილი არ არის ის პიროვნება, ვინც შეიძლება სათავეში ჩაუდგეს საქართველოს განთავისუფლებასა და დეოკუპაციას , მაგრამ ამ ოპოზიციიდან რომელია ისეთი ვისაც შეიძლება გვერდსი დავუდგეთ ? ალასანიას ? რომელსაც არ დაუფიქსირებია ღიად რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სრულ დეოკუპაციამდე არ აღადგენს რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს და არ დაუფიქსირებია ღიად რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში არ გააძლიერებს სამართლებრივ ზეწოლას რუსეთის მიმართ დეოკუპაციის კუთხით და არ დაუფიქსირებია რომ გააძლიერებს დაპირისპირებას რუსულ ოკუპაციასთან. ჩვენ მას ვერ ვენდობით, თუმცა არც სააკაშვილს ვცხადებთ ნდობას. გეკითხებით ჩვენი მოძრაობა წინააღმდეგია ლარსის გახსნის და ვაპირებთ მაგ თემატიკაზე სპეციალური აქციაც ჩავატაროთ. ვინმე ამ ოპოზიციიდან ( გარდა საპარლამენტო ოპოზიციისა და ძველი ეროვნული ძალებისა ) გამოეხმაურა მაგ ამბავს და დაგმო ლარსის გახსნა ? მერე იტყვიან რატომ არის ერთნაირად მიუღებელი საზოგადოებისთვის ჩვენ და სააკაშვილიო. ჩვენი მოძრაობა ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში განახორციელებს ხელისუფლების მიმართ შეძლებისდაგვარად ზეწოლას და აიძულებს ხელისუფლებას მოახდინოს უკიდურესი სამართლებრივი და პოლიტიკური ზეწოლა რუსეთის იმპერიის მიმართ საქართველოს დეოკუპაციის კუთხით მსოფლიო სამართლით შესაძლებელი ყველა წვრილმანი შესაბამისი პუნქტის გამოყენებით. Edited March 30, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.