shamili Posted March 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2010 (edited) 9 აპრილს მთელი ერი უნდა გამოვიდეს პარლამენტთან 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად, რუსული ოკუპაციისა და რუსული აგენტურული ძალების წინააღმდეგ Edited March 26, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted March 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2010 shamili 9 აპრილს მთელი ერი უნდა გამოვიდეს პარლამენტთან 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად, რუსული ოკუპაციისა და რუსული აგენტურული ძალების წინააღმდეგ 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად სავალდებულო არ არის პარლამენტის წინ გამოსვლა. უფრო მიუვათ თუ ეკლესიაში ან ჩვენ გულებში მოვიხსენიებთ.რაც შეეხება რუს ოკუპანტებს, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია რუსთაველის პროსპექტიდან კომფორტულად ვაპროტესტო სხვადასხვა შოუების მეშვეობით.მთლიანი რუსული აგენტურული ძალების მხილერბა და ბრალის დამტკიცება კი უპრობლემოდ შესაძლებელია 1 დღეშიც. არსებობს უფრო ძლიერი და გონივრული "არგუმენტებიც" ოკუპანტების მოსაშორებლად ან გასანადგურებლად. უკეთესი იქნება ქმედებაზე გადასვლა ვიდრე უთავბოლოდ მიტინგებზე ბოდიალი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted March 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2010 დღეს ამ მოძრაობის ერთ ერთმა ლიდერმა ბატონმა გურამ გოგბაიძემ გამაცნო ანტისაოკუპაციო მოძრაობის გაშლის საინტერესო ხედვა გამაცნო, რუსეთის ფარგლებს გარეთ ვიზიტად ჩასულ კრემლის მესვეურთ იმ ქვეყანაში მცხოვრებმა ქართველებმა დეოკუპაციის მოთხოვნითა და მასიური პიკეტებით არ უნდა მისცენ გადაადგილების საშუალება და ნებისმიერ ქვეყანაში სადაც კი ქართველები ცხოვრობენ კრემლის მესვეურთ ყოველი ვიზიტი საშინელ ფსიქოლოგიურ სტრესად უნდა დაუსვან. ასევე უკიდურესად უნდა ააწრიალონ რომელ ქვეყანაშიც იმყოფებიან იმ ქვეყნის ხელისუფლება საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნით გამუდმებული მანიფესტაციებით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kontr-agent 007 Posted March 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2010 დღეს ამ მოძრაობის ერთ ერთმა ლიდერმა ბატონმა გურამ გოგბაიძემ უუუუჰ! ეგ მაგარი ლიდერია ძაააალიან, არსად დაკარგონ "ნაცებმა" კიკასთან ერთად !!!!! კომუნისტები ( შევარდნაძე და "მოქ. კავშირი" ) და მათი მემკვიდრენი ( სჰაკიანი და "ნაც.მო" ) კიდევ ერთხელ გააცუცურაკებენ ამ იდიოტებს, გამოისვამენ ტრ...ში და მერე მოისვრიან!!!!! ახლა დაიწყებს ვინმე "გულანთებული პატრიოტი" აქ მტკიცებას რომ ასე არასოდეს მომხდარა ხოოო?! ვაი ამათ პატრონს!!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted March 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2010 (edited) kontr-agent 007 არ ვიცი როგორ მოგმართოთ, ალბათ ამხანაგოთი აჯობებს, თუმცა ტავარიშითაც შეიძლება თქვენთან საუბარი, მაგრამ ჩემს თავს არ ვაკადრებ.საერთოდ იცით ვინ არის გურამ გოგბაიძე ? წმინდა ილია მართლის საზოგადოება გაგიგიათ საერთოდ ? ყველაზე მებრძოლი ორგანიზაცია ეროვნულ მოძრაობაში. აი მაგ საზოგადოების ერთ ერთი დამაარსებელი და ლიდერი იყო გურამ გოგბაიძე ზვიადთან და მერაბთან ერთად. აქ ზოგზოგიერთები კომპარტიისა და კომკავშირის მოწინავე აქტივისტები რომ იყვნენ გურამ გოგბაიძემ ანტისაბჭოთა საქმიანობის გამო შვიდი წელი მოიხადა რუსეთის საპყრობილეებში მერაბ კოსტავასთან ერთად. საერთოდ აზრზე ხართ ვისზეა საუბარი ? იცით მაგ ადამიანის წარსული, პიროვნება, აზრები, იდეალები ? გუშინდელი ,,გაქრისტიანებული '' ჩამპალი პრორუსი კომუნისტ ,,ინწილიგენციას'' ( კომუნისტების დროს ,,დანოსებს'' რომ წერდნენ მეზობლებზე ეკლესიაში დადის და სამსახურიდან მოხსენითო ) ან მათი სულიერი მემკვიდრე ახალი თაობის ნეოკომუნისტებსა და ნეოკომკავშირლებს სხვაგვარი წარმოდგენა არც შეიძლება ჰქონდეთ ბატონ გურამზე და საერთოდ ეროვნულ ძალებზე Edited March 27, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted March 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2010 shamili წმინდა ილია მართლის საზოგადოება გაგიგიათ საერთოდ ?ეს ისაა ვაჟა ადამია რომ ხელმძღვანელობდა რაღაც პერიოდი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kontr-agent 007 Posted March 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2010 აქ როგორც სხვები მომმართავენ ისე მომმართეთ, მგონი გარკვევით მიწერია სახელი! ალბათ ამხანაგოთი აჯობებს, თუმცა ტავარიშითაც შეიძლება თქვენთან საუბარი, არაა საჭირო ეს ვითომც და "ცინიზმი" და "ირონია" დამერწმუნეთ! ჩემთან საუბარი შეიძლება ისე, როგორც მომმართავენ ამ ფორუმის სხვა წევრები ბატონო shamili კიდევ გიმეორებთ! მაგრამ ჩემს თავს არ ვაკადრებ. მგონი უკვე აკადრეთ, მაგრამ არა უშავს მიპატიებია! საერთოდ იცით ვინ არის გურამ გოგბაიძე ? იმაზე უკეთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ, დამერწმუნეთ ბატონო shamili ამაზე მგონი გიპასუხეთ! ყველაზე მებრძოლი ორგანიზაცია ეროვნულ მოძრაობაში. ეს საკამათო საკითხია! ( ისე როგორ მაგონებს თქვენი ეს "პათოსი" 1990 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს ბლოკ "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს " კანდიდატების საარჩევნო პლაკატებზე წარწერებს: "ეროვნულ მოძრაობაშია 1987 წლიდან , ეროვნულ მოძრაობაშია 1988 წლიდან, ეროვნულ მოძრაობაშია 1989 წლიდან, ეროვნულ მოძრაობაშია 1990 წლიდან.... ) აი მაგ საზოგადოების ერთ ერთი დამაარსებელი და ლიდერი იყო გურამ გოგბაიძე ზვიადთან და მერაბთან ერთად. არც ერთია ცოცხალი და არც მეორე ( გაანათლოთ უფალმა ! ) არადა მე თქვენგან სრულიად განსხვავებული ინფორმაცია მაქვს რაც არ უნდა გაიკვირვოთ !!! აქ ზოგზოგიერთები კომპარტიისა და კომკავშირის მოწინავე აქტივისტები რომ იყვნენ გურამ გოგბაიძემ ანტისაბჭოთა საქმიანობის გამო შვიდი წელი მოიხადა რუსეთის საპყრობილეებში მერაბ კოსტავასთან ერთად. კიიი როგორ არააა, მასე 1990 წლის თენგიზ კიტოვანის "პოლიტიკური წარსულის" მაუწყებელი წინასაარჩევნო ბიულეტენიც მის დაუცხრომელ და შეუპოვარ "ანტისაბჭოთა ბრძოლაზე" მოუთხრობდა გულუბრყვილო და მიმნდობ ( ისე ახლაც ახალგაზრდად გამოიყურება! ) ქართულ საზოგადოებას, არადა ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ რაზე იხდიდა "სროკს" "ფერმწერი თენგიზი " )))))))))))))))) საერთოდ აზრზე ხართ ვისზეა საუბარი ? კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ კორექტულობისაკენ, მგონი მე თქვენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია ბატონო შამილ! იცით მაგ ადამიანის წარსული, პიროვნება, აზრები, იდეალები ? განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1992 წელს ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძის გვერდით სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმში ვიხილე "წამოსკუპებული" იმაზე უკეთ, ვიდრე ბევრმა სხვამ!!! გუშინდელი ,,გაქრისტიანებული '' ჩამპალი პრორუსი კომუნისტ ,,ინწილიგენციას'' ( კომუნისტების დროს ,,დანოსებს'' რომ წერდნენ მეზობლებზე ეკლესიაში დადის და სამსახურიდან მოხსენითო ) ამაზე ერთი პასუხი მაქვს მხოლოდ: ღმერთი ყველას თავის წილს მოკითხავს ბატონო შამილ, მაგრამ მე რა შუაში ვარ ვერ გავიგე?! ან მათი სულიერი მემკვიდრე ახალი თაობის ნეოკომუნისტებსა და ნეოკომკავშირლებს გეთანხმებით დღევანდელი რეჟიმისათვის სახელის სწორად შერჩევაში! მას ვიზამთ, ყველა ვერ იქნება ბატონი გურამის მეხოტბე! ეროვნულ ძალებს რაც შეეხება, მათ პირადად მე "ბატონ გურამთან" არანაირად არ ვაიგივებ!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted March 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2010 shamili ჩვენ ვცადეთ ერის გაერთიანება და ერთმანეთი დავწყვიტეთ, დედაქალაქი დავანგრიეთ;ვცადეთ ეკონომიკური მდგომარეობის ამაღლება და სასაფლაოების ძარცვამდე, ჩვენი კლასიკოსების ბრინჯაოს ბიუსტების ჯართად ჩაბარებამდე დავედით;ვცადეთ არმიის შექმნა და ჯარში გაწვეული ახალგაზრდები ფსიქიკურად გავანად¬გურეთ. ისინი უკვე სამშობლოს კი არა, თავის თავს ვეღარ იცავენ საკუთარი “მე”-სგან;ვცადეთ პარლამენტის შექმნა და მივიღეთ ის, რასაც ადამიანი სახელსაც ვერ მოუძებნის;ვცადეთ ადმინისტრაციული აპარატის ჩამოყალიბება და კორუმპირებული მონსტრი მივიღეთ;ვცადეთ ევროპული და არაევროპული სახელმწიფოების გაცნობა და ეს ქვეყნები კრიმინალითა და იაფფასიანი სექსუალური ხორცით გავავსეთ;ვცადეთ ზნეობის ამაღლება და ქუჩა უწლოვანი მეძავებით აივსო;ყველაფერი ვცადეთ!ხომ არ გვეცადა ერთიც _ აზროვნება,რათა იმ კანონზომიერებაში გავერკვეთ, რომელიც ნორმალურ, ადამიანის ღირსების საკადრის საზოგადოებას ქმნის, რათა ჩვენი საზოგადოების მეტ-ნაკლებად განათლებული ნაწილის საკუთარი ბედისადმი გაუგონარი, გულგრილი, დამამცირებელი მიდგომის ასახსნელად ჩვენ შემდგომ თაობებს სერიოზული თავის მტვრევა არ მოუწიოთ.თუ საზოგადოება, ერი, სახელმწიფო ვერ ან არ ახერხებს ისეთი სისტემის შექმნასა და დამკვიდრებას, რომელიც მის ყოველ მოქალაქეში ზნეობას, შრომისა და სიცოცხლისადმი ინტერესს აამაღლებს და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს, ასეთი ერი განწირულია. ყველა ამაზრზენი ბოროტება ჭკვიანთა სიჩუმის ფონზე, სულელთა ხმაურში იბადება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted March 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2010 ეს ისაა ვაჟა ადამია რომ ხელმძღვანელობდა რაღაც პერიოდი?წმინდა ილია მართლის საზოგადოება გაგიგიათ საერთოდგამიგია.ესაა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების განაყოფი.ადრეულ პერიოდში მოხდა გამსახურდიასა და ჭავჭავაძეს შორის განხეთქილება და ეს იყო ზვიად გამსახურდიას ჯგუფის პოლიტიკური საყრდენი.შემდეგ გოგბაიძე გამოეყო .მანაც იგივე სახელი დაირქვა. ილია მართლის საზოგადოების ზვიადის ჯგუფი კი მრგვალ მაგიდაში შევიდა . მათგან ნაწილი ოპოზიციაში აღმოჩნდა(ურიდია , პაატაშვილი , ჩორგოლაშვილი) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ზარაზა Posted March 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 giauridia მთლიანი რუსული აგენტურული ძალების მხილერბა და ბრალის დამტკიცება კი უპრობლემოდ შესაძლებელია 1 დღეშიც.როგორ???ოღონდ არ მითხრა:ხომ არ გვეცადა ერთიც _ აზროვნება,ან რომელიმე "დამჯდარი" copy/paste ფრაზა, იმიტომ რომ, ეგ "აზროვნებაც" ვცადე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 Gagi 67 ორგანიზატორებს თხოვნა აქვთ ინტერნეტ-მომხმარებლებთან, რაც შეიძლება ბევრ ინტერნეტ-რესურსზე რომ გავრცელდეს ის ინფო... მე პირადად მორალური ღირებულებიდან გამომდინარე ვერ დავდებ ამ ინფორმაციას ჩოხოსანთა საიტზე, მაგრამ სხვა თუ ვინმე ამას გააკეთებს წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიქნები, რადგან ვეთანხმები ამას: მე ვუერთდები ამ კამპანიას, საქართველომ მსოფლიოს კიდევ ერთხელ უნდა დაანახოს დამოუკიდებლობისაკენს სწრაფვა და 9 აპრილს გარდაცვლილ მამულიოშვილტა ხსოვნის უკვდავყოფა. მსოფლიომ უნდა კიდევ ერთხელ დაინახოს ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის სწრაფვა სახელმწიფობრიუობისაკენ. ჩვენი ოპოზიცია იმდენად უსუსურია, რომ ასეთი კარგი თემა გახადეს ამ ჯგუფის საპატრონო. ეხლა, რაღამც ორგანიზატორები არ მომწონს, ამის გამო არ დავუჭირო მხარი საქართველოს დეოკუპაციას? ეს ხომ სუფთა ქართული ვარიანტი იქნება: მე თუ არ ვაკეთებ, მაშინ ყველაფერი ცუდია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 იმაზე რატომ არ მართავენ და არ გამართეს მიტინგი "როსნევFტის" ნავთობსაქაჩი რომ შემოიყვანეს ფოთში და "როსნეფტი"რომ წარმართავს საქ.წ####ბში ნავთობის მოპოვების და განკარგვის სტრატეგიას?რა არის ესა?და ხალხის ყურადღება გადააქვთ ისევ ყოვლად "სულელურ"შეკრება-შეძახილებზე. პაწა ბოლი გამოაშვებინონ და განმუხტულები მიაბრუნონ ცოლ-შვილის მყუდრო კერაში. დროა გაიმართოს "ყველანაირი მიტინგის მოწინააღმდეგეთა მიტინგი" ამაზე არავის უფიქრია?ქართველი კაცის პრობლემა მის თავშია.სააზროვნო აპარატი ძალიან ცუდად მუშაობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 არ ხდება ”ჩვენი ოპოზიციის” მიერ ერისათვის საჭირბოროტო საკითხების წამოწევა. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ ლიდერების ბრალია, რომელთაც ჩვენ ოპოზიციას ვუწოდებთ. მათი უუნარობის ბრალია, რომ ასეთი ხასიათის აქციები ხდება განსჯის საგანი: ვინ აწყობს, ვინ იქნება კოლმეურნეობის თავმჯდომარე და ა. შ. არ არის საჭირო არავითარი მათი გაერთიანება, გარდა გაერთიანებისა რაიმე თემის ირგვლივ, მაგალითად ასეთის.საქართველოს დეოკუპაციას პირადად მე ვთვლი იმ თემად, რომელზეც სააკაშვილის მიტინგზეც წავალ. ასეთმა თემებმა ერი და ბერი უნდა გააერთიანოს. თუ ალასანია ან ლეიბორისტები ამას არ აკეთებენ, ეს თემა აქტუალური აღარ არის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 ძალიან ბევრ თემაზე გვაქვს უთანხმოება ხელისუფლებასთან, მაგალითად ამასწინათ მოვთხოვეთ პარლამენტს რომ ოფიციალურად დაესვა საქართველოს ხელისუფლებას რომ გაეროს გენერალურ ასამბლეას ( სადაც რუსეთს ვეტოს უფლება არ აქვს ) ეცნო რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში აგრესორად და გენოციდის მომწყობ მხარედ ( რაც ეთნოწმენდაზე უფრო მძიმე მუხლია ), ასევე მოვითხოვეთ რომ საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურად მიემართა ამერიკის კონგრესისთვის რათა ეცნო 1921 წლიდან 2008 წლის ჩათვლით ქართველთა მრავალწლიანი გენოციდი, მაგრამ პასუხი მოგვივიდა იურიდიულად გაუმართავიაო, შეიძლება იმიზეზებენ, არაფერი გაუმართავი არ იყო, მაგრამ ეხლა სერიოზულ იურისტებს ჩავრევთ, თუ რაიმე პატარა ლაფსუსი იყო იმსააც გამოვასწორებთ დამერე ვნახოთ რაღაც მაიმიზეზებენ.თუმცა ჩემის აზრით, ესინია ხელისუფლებას რუსეთთან სამკვდრო სასიცოცხლო დაპირისპირებაში შესვლა, მაგრამ ვაიძულებთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 (edited) მაგრამ იმისთვის რომ ვაიძულოთ ბევრი რაღაც გვჭირდება ერის კონსოლიდაცია. კონსოლიდაცია არა ლიდერების, არამედ იდეის გარშემო Edited March 29, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.