epn.ge Posted March 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2010 პოლიტიკური გაერთიანება “სახალხო დემოკრატების”, ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი http://epn.ge/wp-content/uploads/ivanishvili5-150x150.jpg, რუსთაველის 24 ნომერში მდებარე ყოფილი “ლაღიძის წ####ბის” აღდგენას ითხოვს. როგორც ივანიშვილმა რუსთაველის გამზირზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “ლაღიძის წ####ბის” გაუქმებით თბილისის იერსახე იკარგება, რადგან ეს ქალაქის განუყოფელი ნაწილი და ტრადიცია იყო. “ამ ადგილას, სადაც ადრე “ლაღიძის წ####ბი” იყო, ადგილი, რომლითაც მთელი თბილისი მუდამ იწონებდა თავს, დღეს ტანსაცმლის მაღაზიაა. მე არაფერი მაქვს არც ამ ბიზნესის და არც მაღაზიის მეპატრონის საწინაარმდეგო, თუმცა, მაღაზიამ “ლაღიძის წ####ბი” არ უნდა ჩაანაცვლოს,”_ განაცხადა ივანიშვილმა. ივანიშვილი ამბობს, რომ თბილისის მერად გახდომის შემთხვევაში, “ლაღიძის წ####ბი” პირვანდელი სახით აღდგება. “ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ “ლაღიძის წ####ბი” აღდგეს პირვანდელი სახით და ამას აუცილებლად მივაღწევთ. ამ მაღაზიის მეპატრონეს მივცემთ ადექვატურ ფართს ასეთივე კარგ ადგილას, ისე რომ მან ზარალი არ განიცადოს. ჩვენ არასოდეს მოვექცევით მეწარმეებს ისე, როგორც ეს ხელისუფლება და მერი ექცევა,”_ დასძინა ივანიშვილმა. “სახალხო დემოკრატებმა” იმედი გამოთქვეს, რომ ამ ბრძოლაში მათ რიგითი თბილისელებიც დაეხმარებიან. რუსთაველის 24 ნომერში, ყოფილი “ლაღიძის წ####ბის” ადგილას, ახლა ტანსაცმლის მაღაზიები, ცნობილი ბრენდის თOM თAILOღ –ისა და მაღაზია “123” -ია განთავსებული. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts