epn.ge Posted March 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/lado-150x150.jpgს საერთაშორისო ფონდი “თანადგომა” 27 მარტს საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. ამის შესახებ დღეს “თბილისი მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე ლადო ათანელმა ისაუბრა. საღამოზე ცნობილი მეცო – სოპრანო ნინო სურგულაძე, ამერიკელი ტენორი მარკ ჰელერი, იტალიელი დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო მიიღებენ მონაწილეობას. როგორც ლადო ათანელმა “ექსპრესნიუსს” განუცხადა, საღამოზე ბიზეს “კარმენი” და ვერდის “რიგოლეტო” სრულიად განსხვავებული და ორიგინალური ინტერპრეტაციით შესრულდება. “ამერიკელმა ტენორმა მარკ ჰელერმა თავად გამოხატა სურვილი, მონაწილეობა მიეღო ამ კონცერტში,” – განაცხადა ათანელმა. მისივე თქმით, ფონდი “თანადგომა” ამჯერად კვალიაშვილების მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარება, რომელსაც ბევრი ყოფითი თუ მატერიალური პრობლემა აქვს. გარდა ამისა, ფონდი კახეთის რაიონის სოფელ ჯაფარიძეში არსებულ ხელოვნების სკოლასაც დაეხმარება. 70-03-70 ფონდის ნომერია, რომელზეც მაგთის, ჯეოსელის, ბილაინის და ახალი ქსელების აბონენტებს შეეძლებათ გამოუცხადონ თანადგომა, როგორც კვალიაშვილების ოჯახს, ასევე ხელოვნების სკოლას. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრს იტალიელი დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო უდირიჟორებს. საქველმოქმედო კონცერტი 27 მარტს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts