epn.ge Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/iorshi-150x150.jpgევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლი მათიას ეორში პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრაზე ეორშმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღო საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი წერეთელმა ისაუბრა თუ რა შეიცვალა ამ მიმართულებით მათეას ეორშის საქართველოში ბოლო ვიზიტის შემდეგ, როგორ ასრულებს სქართველო ევროსაბჭოს მოთხოვნებს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი არსენიშვილმა კი კონკრეტულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. არსენიშვილის თქმით, ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები, მათი უფლებების დაცვა ფართო კონტექსტს მოიცავს, რაც ბევრ კანონშია ასახული. ბევრი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა ამ მიმართულებით, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია. კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბაშვილმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესული ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რაც აზერბაიჯანელ და სომეხ ახალგაზდრებს საშუალებას აძლევს უმაღლეს სასწავლებლებში მშობლიურ ენაზე ჩაბარებული ერთი გამოცდით ჩაირიცხონ. ადგილობრივი თვთმმართველობის არჩევნების მონიტორინგის ინტერფრაქციული ჯგუფის საქმიანობის შესახებ ისაუბრა ინტერფარაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა, გურამ ჩახვაძემ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts