epn.ge Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/109710332_6c63573aaf1-150x150.jpg რუსთავში კორპუსების გადახურვის პროგრამა კვლავ გრძელდება. როგორც რუსთავის თვითმმართველობაში აცხადებენ, ეს პროგრამა თანადაფინანსების პრინციპით ხორციელდებოდა, რომლის მიხედვითაც თანხის 90%-ს თვითმმართველობა იხდიდა, 10%-ს კი მოსახლეობა. თვითმმართველობის გადაწყვეტილებით ამიერიდან გადახურვების 100% დაფინანსებას ქ.რუსთავის თვითმმართველობა უზრუნველყოფს. პროგრამაში მოსახლეობის ჩართულობის აქტიურობა მაღალია და ამ ეტაპზე რუსთავის მერიაში 300-მდე განცხადებაა შესული, სადაც რუსთაველები კორპუსების ნაწილობრივ ან მთლიან გადახურვას ითხოვენ. თვითმმართველი ქ. რუსთავის მერის, მამუკა ჩიქოვანის განცხადებით აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად ქალაქს ყველანაირი რესურსი გააჩნია და თვითმმართველობა მზად არის გადახურვითი სამუშაოები 100%-ით დააფინანსოს. პროექტის ფარგლებში აქტიური სამუშაოების დაწყება მაშინ დაიწყება, როგორც ამინდი მათ ამის საშუალებას მისცემს. პირველ ეტაპზე 70-მდე კორპუსის გადახურვაა დაგეგმილი, დანარჩენი სამუშაოები კი ეტაპობრივად განხორციელდება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts